მთავარი / კომპანიის შესახებ / ახალი ამბები / მაიკროსოფტის სრული ლიცენზირების პროცესი ქართულ უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

მაიკროსოფტის სრული ლიცენზირების პროცესი ქართულ უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

22.10.2015
მაიკროსოფტის სრული ლიცენზირების პროცესი  ქართულ უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

2015 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოსა“ და კომპანია „სოფთლაინ საქართველოს“ წარმომადგენლებთან, სადაც ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ Microsoft Office 365 Pro Plus -ის ლიცენზირებული ვერსიები.

დამსწრე საზოგადოებას კომპანიების „მაიკროსოფტის“ და „სოფთლაინის“ წარმომადგენლებმა  გააცნეს აღნიშნული ლიცენზიების უპირატესობები და მათი გამოყენების ფართო სპექტრი როგორც სასწავლო, ასევე სამუშაო პროცესებში.

შეხვედრისას „სოფთლაინ საქართველო-ს დირექტორი, ბატონი რევაზ ურუშაძე, მიესალმა ქართული უნივერსიტეტის დეკანატის ინიციატივას აიტი განათლების მიმართულებით უფრო ღრმა თანამშრომლობის შესახებ და უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მაიკროსოფტის პროდუქტების შესახებ უფასო კურსების ჩატარებას და წარჩინებული სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შექმნას შეპირდა.

ეს მოვლენა ქართული განათლების სფეროში უპრეცენდენტო შემთხვევაა და ქართული უნივერსიტეტი, ისე როგორც სხვა მრავალ სფეროში, ამ მიმართულებითაც ინოვაციის პიონერად მოგვევლინა.

იმედი გვაქვს, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები გაიზიარებენ მათი კოლეგების გამოცდილებას, რამეთუ აღნიშნული ფაქტი  კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით.