/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / სიახლეები / 6 მაისს „სოფთლაინ საქართველომ“ მსოფლიოსთან ერთად ირბინა

6 მაისს „სოფთლაინ საქართველომ“ მსოფლიოსთან ერთად ირბინა

07.05.2018
6 მაისს „სოფთლაინ საქართველომ“ მსოფლიოსთან ერთად ირბინა

კომპანია  „სოფთლაინ საქართველომ“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღონისძიებას "Wings for Life World Run"-ს შეუერთდა, რომელიც უკვე მეოთხედ, კახეთში გაიმართა."ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მივიღეთ მონაწილეობა მსოფლიო რბენაში, რაც მთავარია ღონისძიება არის საქველმოქმედო. ჩვენი გუნდი აუცილებლად გააგრძელებს შემდეგ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მიღებას,რათა ვიყოთ მაგალითები ვისაც აქვს სურვილი მისდიონ ჯანსაღ ცხოვრებას“ განაცხადა სოფთლაინ საქართველოს დირექტორმა -რევაზ ურუშაძემ.
კომპანია მომავალშიც გეგმავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ღონისძიებაში . Wings for Life არის ყველაზე ცნობილი გარბენი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამ დღეს დარბიან როგორც სპორტსმენები ასევე მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ღონისძიება  მოიცავს 35 ლოკაციას მსოფლიოში, რომლის ყველა მონაწილე ერთდროულად დარბის. შემოსული თანხის 100% გადაირიცხება Wings for Life ფონდში რომელიც აფინანსებს ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებს.