/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / სიახლეები / "სოფთლაინ საქართველო" ,საქართველოს ტერიტორიაზე , კომპანია "SolidWorks"-ის ოფიციალური რესელერი გახდა!

"სოფთლაინ საქართველო" ,საქართველოს ტერიტორიაზე , კომპანია "SolidWorks"-ის ოფიციალური რესელერი გახდა!

13.02.2018
"სოფთლაინ საქართველო" ,საქართველოს ტერიტორიაზე , კომპანია "SolidWorks"-ის  ოფიციალური რესელერი გახდა!

"სოფთლაინ საქართველო" , საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია SolidWorks-ის  ოფიციალური  რესელერი გახდა.  
SolidWorks- პროექტის ავტომატიზაციის სამგანზომილებიანი სისტემაა. SolidWorks-ი სთავაზობს კონსტრუქტორებს, ინჟინერებსა და ტექნოლოგებს ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებიან მათ პროექტირებაში, პროექტის შემოწმებაში, მონაცემთა მართვაში, ასევე ერთ გარემოში ინოვაციური პროდუქტებისა და პროექტების შექმნაში. SolidWork-ის ყველა გადაწყვეტილება მუშაობს ერთ ფანჯარაში სრული ასოციაციური ინტეგრაციით SolidWorks 3D CAD -თან. 
SolidWorks არის ძალიან მარტივად გამოსაყენებელი სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და ახალი პროდუქტების შექმნის ეფექტურობას. სისტემა არის ყველაზე ძლიერი თავის კლასში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყველაზე რთული პროექტი. სპეციალიზირებული ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნიან უთხელეს დეტალებს, შედუღებულ კონსტრუქციებს, ელექტრო და მილსადენ სისტემებს, კომპლექსურ ზედაპირებს, პრეს-ფორმებსა და შტამპებს, აძლევენ დამპროექტებლებს იმის საშუალებას, რომ სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტონ ნებისმერი პრობლემა.