/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / სიახლეები / Age of Security Forum - ინფორმაციული უსაფრთხოების ფორუმი თბილისში

Age of Security Forum - ინფორმაციული უსაფრთხოების ფორუმი თბილისში

04.10.2016

კომპანია „ბაკოტეკი“ და „სოფთლაინ საქართველო“ გიწვევთ   ფორუმზე -  Age of Security Forum, რომელიც გაიმართება  თბილისში, 28 ოქტომბერს, სასტუმროში „ Tiflis Palace”.

ფორუმი გააერთიანებს Gartner -ის მიერ აღიარებულ ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ლიდერებს.  აღნიშნულ კონფერენციაზე მოხდება  კიბერშეტევებისგან დაცვის თანამედროვე ეფექტური დაცვის მეთოდების და საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირება.

ფორუმს ესტუმრება  სპეციალური სტუმარი -  დამოუკიდებელი აიტი ექსპერტი , ცნობილი ღონისძიებების Gartner Catalyst, Gartner IDM Summit, IT Experts მუდმივი გამოსვლელი, მეთოდოლოგია Costidity-ს დამფუძნებელი  და  აიტი უსაფრთხოების შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორი ბატონი ვლადისლავ შაპირო.

ღონისძიების ფარგლებში ბატონი ვლადისლავი გაგაცნობთ კიბერშეტევების რეტროსპექტივას, და საკუთარ გამოცდილებაზე და გლობალურ ტენდენციებზე დაყრდნობით მოგითხრობთ   როგორ მოემზადოთ  და რა შეცვალოთ არსებული კიბერდაცვის მიმართებაში, რათა მზად დახვდეთ ინფორმაციული უსაფრთხოების მომავალ გამოწვევებს.

პროგამასთან გაცნობის და ფორუმზე რეგისტრაციის მიზნით, გთხოვთ, ეწვიოთ ლიკს- https://goo.gl/nZQ6e9

მონაწილეობა უფასოა, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტარცია.