/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / რეალიზებული პროექტები / HPE Helion უპრეცენდენტო პროექტი სსიპ Smart Logic-ში

HPE Helion უპრეცენდენტო პროექტი სსიპ Smart Logic-ში

  • პროექტის დამკვეთი: Smart Logic
  • ვენდორები:
    • HPE

დეტალური აღწერა

2016 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (კერძოდ სსიპ Smart Logic)  დაინერგა კომერციული პროდუქტი HPE Helion OpenStack, ღია კოდის  (open source) ძირითადი ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით.  HPE ეს პროდუქცია არის Helion-ის პორტფოლიოს გადაწყვეტილებების შემადგენელი ნაწილი, რაც სისტემის ღია კოდის დახმარებით მართვის საშუალებას იძლევა. დამკვეთს მიეცა საშუალება ესარგებლა მწარმოებლის პროფესიონალური მხარდაჭერითა და სერვისით.

HPE Helion OpenStack  არის კარგად ოპტიმიზირებული, უაღრესად ხელმისაწვდომი ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც აძლევს საშუალებას  მომხმარებლებს ისარგებლონ infrastructure-as-a-service (IaaS) სერვისებით. მისი დახმარებით იოლად შეიძლება მართო როგორც გამოთვლითი სიმძლავრეები, ასევე  მონაცემთა სანახები, მათ შორის Swift (Object Storage) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულებისაც.

„პროექტის ბიუჯეტი 330 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს,  რომლის დანერგვაც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტი იყო, ხოლო „სოფთლაინ საქართველო“-მ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა  სპეციალისტების პროფესიონალურობა და კომპანიის ლიდერობა ბაზარზე’’ - აცახდებს ნათია წინწალაშვილი, „სოფთლაინ საქართველოს’’ დირექტორის მოადგილე გაყიდვების მიმართულებით.