/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / რეალიზებული პროექტები / ელექტრონული ბიბლიოთეკა „პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“

ელექტრონული ბიბლიოთეკა „პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“

ელექტრონული ბიბლიოთეკა „პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“
  • პროექტის დამკვეთი: ეროვნულ ბიბლიოთეკაში
  • ვენდორები:
    • Innovative

დეტალური აღწერა

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს. იგი წარმოადგენს საქართველოს მთავარ სახელმწიფო წიგნსაცავს, ქართული ნაბეჭდი ერთეულის დეპოზიტარიუმს, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო-მეთოდურ ცენტრს.

Sierra  პროგრამა ყველანაირი სიდიდის ბიბლიოთეკისთვის მუშაობს. მასზე წვდომა შესაძლოა ნებისმიერი სიმძლავრის კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან განხორციელდეს. მენიუ რეგულირებადი და კომფორტულია. ის მორგებულია კონკრეტულ ოპერაციაზე ისე, რომ თითოეული რგოლი - ეს იქნება მკითხველი თუ ბიბლიოთეკის თანამშრომელი, მხოლოდ მისთვის საჭირო ფუნქციებს ხედავდეს.

სწორედ ესაა კომპანია Innovative-ს სახელწოდების ზუსტი გამართლებაც – ტრადიციულ საბიბლიოთეკო სამუშაო დღეს ამცირებს და ფუნქციონალურად უფრო დატვირთულს ხდის. გამარტივებული დიზაინის, დახვეწილი საძიებო სისტემის და ვებსტილის ნავიგაციის მქონე ინოვაციური პროგრამა SIERRA უზრუნველყოფს სამუშაოს გამარტივებას როგორც მკითხველისთვის, ასევე ბიბლიოთეკის პერსონალისთვის. გარდა ბეჭდური გამოცემებისა, პროგრამას აქვს მხარდაჭერა ელექტრონული წიგნებისთვისაც.
წარმატებით დასრულდა - Sierra  მწარმოებელი: Innovative დანერგვა „საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა“-ში

2015 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოსა“ და კომპანია „სოფთლაინ საქართველოს“ წარმომადგენლებთან, სადაც ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ Microsoft Office 365 Pro Plus -ის ლიცენზირებული ვერსიები.

დამსწრე საზოგადოებას კომპანიების „მაიკროსოფტის“ და „სოფთლაინის“ წარმომადგენლებმა  გააცნეს აღნიშნული ლიცენზიების უპირატესობები და მათი გამოყენების ფართო სპექტრი როგორც სასწავლო, ასევე სამუშაო პროცესებში.

შეხვედრისას „სოფთლაინ საქართველო-ს დირექტორი, ბატონი რევაზ ურუშაძე, მიესალმა ქართული უნივერსიტეტის დეკანატის ინიციატივას აიტი განათლების მიმართულებით უფრო ღრმა თანამშრომლობის შესახებ და უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მაიკროსოფტის პროდუქტების შესახებ უფასო კურსების ჩატარებას და წარჩინებული სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შექმნას შეპირდა.
ეს მოვლენა ქართული განათლების სფეროში უპრეცენდენტო შემთხვევაა და ქართული უნივერსიტეტი, ისე როგორც სხვა მრავალ სფეროში, ამ მიმართულებითაც ინოვაციის პიონერად მოგვევლინა.

იმედი გვაქვს, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები გაიზიარებენ მათი კოლეგების გამოცდილებას, რამეთუ აღნიშნული ფაქტი  კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით.