მთავარი / კომპანიის შესახებ / რატომ ირჩევენ კომაპანია Softline-ს

რატომ ირჩევენ სოფთლაინს

Softline ეს არის წამყვანი IT გადაწყვეტილებების და მომსახურების   საერთაშორისო  კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია მუშაობს საქართველოს, რუსეთის, დსთ-ს, ლათინურ ამერიკის, ინდოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.  ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ  IT - გადაწყვეტილებებს, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების, ტექნიკისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურეის განხრით.  Softline -ის საკუთარი ღრუბლოვანი პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა მიიღოს როგორც  საჯარო, ასევე  კერძო და ჰიბრიდული ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები. 2013 წელს სოფთლაინს 20 წელი შეუსრულდა!

 

სანდოობა და პროფესიონალიზმი

2013 წლის მონაცემებით Softline-ის   ბრუნვამ  დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაყიდვების საშუალო წლიური  ზრდა (CAGR) 40%-ს აღწევს. კომპანია წარმოდგენილია 79 ქალაქში და  27ქვეყანაში. Softline - ის კლიენტების სია  60 000 საჯარო და კერძო ორგანიზაციას ითვლის.   1300 -ზე მეტი გაყიდვების მენეჯერი და 600 -ზე მეტი ინჟინერი და ტექნიკოსი  ჩვენს კლიენტებს ოპტიმალური IT გადაწყვეტილებების შერჩევაში ეხმარება. Softline - ეს არის სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ყოველთვის კლიენტის მხარესაა და სთავაზობს მომხმარებელს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საუკეთესოდ გადაჭრიან მათ ამოცანებს, მიუხედავად ბრენდისა.

პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ფარგლებში „სოფთლაინი“ კლიენტებს სთავაზობს მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს: ოპერაციული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა ვირტუალიზაციისათვის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და განათლებიშტვის, საოფისე და გრაფიკულ პროგრამებს და მრავალ სხვა გადაწყვეტილებას. აპარატული გადაწყვეტილებების ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ; მონაცემთა შენახვის სისტემებს, სერვერებს, ქსელურ და პერიფერიულ აღჭურვილობას. კომპანია გთავაზობთ აიტი მომსახურების სრულ სპექტრს: აიტი აქტივების მართვა, დანერგვა, კონსულტაციები, აუტსორსინგი, ტექნიური მხარდაჭერა, სწავლება. „სოფთლაინის“ კომპლექსური გადაწყვეტილებები მოიცავს აიტი ინფრასტრუქტურის შექმნას, ღრუბლოვან გადაწყვეტილებებს, ვირტუალიზაციას, ერთობლივი მუშაობის უზრუნვეყოფას, კორპორატიულ მობილურობას, დატაცენტრების შექმნას. ჩვენი გადაწყვეტილებების პორტფოლიოში შედის სხვადასხვა ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა: საჯარო, კერძო და ჰიბრიდული ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები აგებული სოფთლაინის საკუთარ ღრუბლოვან პლატფორმაზე.

„სოფთლაინი“ ცდილობს შეინარჩუნოს ხანგძლივი ურთიერთობა როგორც კლიენტთან, ასევე მომწოდებელთან და თანამშრომლებთან.

კომპანია „სოფთლაინი“ 3000-ზე მეტი პროგრამული თუ აპარატული უზრუნველყოფის მომწოდებლის პარტნიორია, გააჩნია უმთავრესი ვენდორების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსები. ჩვენი მოწოდებლებისათვის ჩვენ მარკეტინგისა და გაყიდვების უნიკალური არხი ვართ, რადგან მოვიცავთ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს ჩვენი კომპანია.

Softline - ეს არის სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ყოველთვის კლიენტის მხარესაა და სთავაზობს მომხმარებელს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საუკეთესოდ გადაჭრიან მათ ამოცანებს, მიუხედავად ბრენდისა.