მთავარი / მოწყობილობა / კომპიუტერები

კომპიუტერები

პერსონალური კომპიუტერები (პკ) - ეს არის პირადი გამოყენების გამოთვლითი მანქანების კლასი სამსახურში, სახლში და სწავლისას, რომლებიც გვთავაზობენ პრაქტიკულად შეუზღუდავი სპექტრის ამოცანების, როგორც ბიზნესში, ისე ყოფაში, გადაწყვეტის უნივერსალურ შესაძლებლობებს.
ფორმების, ფუნქციებისა და გამოყენების ხერხების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, თანამედროვე პკ უფრო და უფრო რთულია დავყოთ მკვეთრად განსაზღვრულ კლასებად, თუმცა არსებობს რამოდენიმე დამკვიდრებული ტერმინი:

  • დესკტოპი– სტაციონალური პკ, მოსახერხებელი სამუშაო მაგიდაზე განსათავსებლად. დესკტოპების ალტერნატივას წარმოადგენენ Tower - ანუ ”კოშკი”, ვერტიკალური სისტემური ბლოკები.
  • მონობლოკები– პკ კომპლექტაციის კომპაქტური, ერგონომიური და ესთეტური ვარიანტი, სადაც ერთი მოწყობილობა შეიცავს სისტემურ ბლოკს და მონიტორს, მიკროფონს, ვებ-კამერას და დინამიკებს.
  • თხელი კლიენტები– კომპიუტერი-ტერმინალი, რომელსაც კორპორატიულ სერვერებზე უმეტესწილად ან სრულად გადააქვს გამოთვლითი ოპერაციები, დანართები და მონაცემები. ასეთი კომპიუტერის უფრო თხელი კორპუსი ზრდის თავისუფალ ადგილს თანამშრომლის სამუშაო მაგიდაზე, ხოლო მყარი დისკის უქონლობა და სერვერიდან ოს ატვირთვა ზრდის სისტემური პროცესორების მწარმოებლურობას და უსაფრთხოებას.
  • ნეტტოპები – მცირე პერსონალური კომპიუტერები, რომლებიც წარმოადგენენ ნეტბუქების სტაციონალურ ანალოგს. ნეტტოპების საკვანძო უპირატესობებს წარმოადგენენ მცირე გაბარიტები, ენერგეტიკული ეფექტურობა და ხმაურის დაბალი დონე. ნეტტოპები ოპტიმალურია მცირე გამოთვლითი დატვირთვებისთვის.
  • სამუშაო სადგურები – აუცილებელია ორგანიზაციებისთვის, სადაც პერსონალური კომპიუტერების საშუალებით წყვეტენ გარკვეულ პროფესიულ ამოცანებს, რომლებიც საჭიროებენ დიდმწარმოებლურ მოწყობილობებს. სამუშაო სადგური შეიძლება იყოს, როგორც ტერმინალი, ისე სრულყოფილი კომპიუტერი. თანამშრომლის სპეციალიზაციიდან გამომდინარე, რომლისთვისაც ყიდულობენ სამუშაო სადგურს, მას გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებლების სხვადასხვა ნაკრები, მაგალითად: დიდი ვიდეომონიტორი, რამოდენიმე მონიტორი, ძლიერი ვიდეოკარტა, შეტანა/გამოტანის დამატებითი მოწყობილობები, მონაცემთა ტევადი საცავები, დაცვის გაზრდილი კლასი და ა.შ.
  • ნოუთბუქები – კომპაქტური, მსუბუქი პროდუქტიული პკ, კლავიატურით, მონიტორითა და თავად კომპიუტერით ერთ კორპუსში.
  • ულტრაბუქები – ნოუთბუქების ნაირსახეობა, მცირე წონის, დაბალი ენერგომოხმარება და შედარებით მცირე ზომის დიაგონალი (ტერმინი პირველად შმოიღო კომპანია Intel)

ნეტბუქები– ნოუთბუქების ნაირსახეობა, რომლებიც განკუთვნილია ინტერნეტში შესასვლელად და მარტივი ლოკალური ამოცანების შესასრულებლად (დოკუმენტების რედაქტირება და ა.შ.)
პლანშეტები– პკ შორის ყველაზე მობილური, რომელიც თავისი მახასიათებლებით უახლოვდება სმარტფონებსა და ფაბლეტებს, ფუნქციონალურად უტოლდება ნეტბუქებს. ბოლო დროს ზოგიერთმა კომპანიამ დაიწყო ისეთი მოწყობილობების გამოშვება, რომლებიც ერთდროულად ითავსებენ ნოუთბუქსა და პლანშეტს (ანუ ტრანსფორმერებს), გარდა ამისა, ბევრი პლანშეტისთვის შესაძლებელია კლავიატურიანი დოკ-სადგურის შეძენა, რითაც თქვენი პლანშეტი გარდაიქმნება პატარა ნოუთბუქად მობილური პროცესორით.