მთავარი / პროგრამული უზრუნველყოფა / ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემა (ოს) – წარმოადგენს ნებისმიერი კომპიუტერის საფუძველს, ეს არის პროგრამების კომპლექსი, რომელიც წყვეტს 2 მნიშვნელოვან ამოცანას:

  • გამოთვლით სისტემებსა და გამოყენებით პროგრამებს შორის ინტერფეისის.
  • სისტემური რესურსების ეფექტური განაწილებით, მოწყობილობებისა და სამუშაო პროცესების მართვის.

დღეს ყველაზე პოპულარული ოს არის: Microsoft Windows, Linux, MacOS, Unix და სხვ. ოპერაციული სისტემები იყოფა გამოყენების სფეროების მიხედვით, და აგრეთვე კომპიუტერის რესურსების მართვის პროცესების რეალიზაციის სპეციფიკის მიხედვით.

Windows ლიცენზია იძლევა რამოდენიმე (არა მკაცრად ერთის, როგორც DOS) დანართის თანმიმდევრულად ჩაშვებისა და მუშაობის პროცესში ერთი მეორეზე გადართვის საშუალებას, აგრეთვე ითავსებს მოხერხებულობას, ფართო ფუნქციონალურ შესაძლებლობებს და სისწრაფეს. გამოყოფილი სერვერების ქსელებისთვის დამახასიათებელია სპეციალური ქსელური ოს გამოყენება, რომლებიც ოპტიმიზირებულია ან სერვერების, ან კლიენტების სახით მუშაობისთვის.
სერვერული ოს ითავსებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა:

  • მძალვრი აპარატული პლატფორმების მხარდაჭერა.
  • ქსელური სამსახურების ფართო ნაკრები,
  • დიდი რაოდენობის ერთდროულად შესასრულებელი პროცესებისა და ქსელური შეერთებების მხარდაჭერა.
  • დაცვის განვითარებული საშუალებების და ქსელის ცენტრალიზებული ადმინისტრირების საშუალებების არსებობა.

კომპანია Apple-ს მიერ შემუშავებულ კომპიუტერებზე გამოიყენება Mac OS ოპერაციული სისტემის, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით, საიმედობით და ფლობს გასაგებ და მოხერხებულ ინტერფეისს, სხვადასხვა ვერსიები.
ოს Linux, რომლის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს მისი უფასო გავრცელება, უკვე ჩართო თავის დისტრიბუციაში ტექსტებსა და სურათებთან მუშაობისთვის საჭირო დანართებისა და პროგრამების ფართო სპექტრი. გამოყენების მხრივ Linux პრაქტიკულად უნივერსალურია. ეს ოს გამოსადეგია, როგორც სახლის და საოფისე კომპიუტერებისთვის, ისე სერვერის, ინტერნეტის და ლოკალური ქსელის სისტემის სახით.
ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ თქვენი მიზნებისთვის შესაფერისი ოპერაციული სისტემა.