მობილური უსაფრთხოება

საწარმოს უსაფრთხოების  ოთხი ძირითადი ფაქტორი კორპორატიული მობილობის თვალსაზრისით:

1. პოლიტიკები

უსაფრთხოების პოლიტიკები, მიუხედავად იმისა ისინი მობილურია თუ  რაიმე სხვა სახისაა, პირდაპირ არის დაკავშირებული კომპანიის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან. მათ უნდა აღნიშნონ მხარეთა უფლება/მოვალეობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებში, აჩვენონ და განამტკიცონ  ინფორმაციისა და მოწყობილობების სწორი და კორექტული გამოყენება, აგრეთვე ბოროტად სარგებლობის შეზღუდვა.

2. კონტროლის

ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა  მ.დ.მ. იძლევა საშუალებას  განახორციელოთ  არა მხოლოდ მოწყობილობების შიდა კომპონენტების კონტროლი საწარმოს დონეზე, არამედ  მობილური პოლიტიკების დანერგვა აუცილებელი ტექ. პროცესის რანგში გადაყვანით.

3. ინსტრუმენტები საწარმოსთვის

კორპორატიული უსაფრთხოება და კონსერვატიზმი ვეღარ შეაჩერებს დაწყებულ კონსიუმერიზაციას (ბმული-კონსიუმერიზაცია- ტრენდი საცალო და ბიზნეს მოწყობილობებს შორის საზღვრების მოშლის ბაზარზე) და ბიზნესის მობილიზაციას. ამ ეტაპზე პლანეტაზე ერთ ადამიანზე კბილის ჯაგრისებთან შედარებით ორჯერ მეტი  მობილური მოწყობილობა მოდის.  ამიტომ საწარმოს დონეზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია  აღჭურვოთ თქვენი თანამშრომლები  არა მხოლოდ მიმზიდველი არამედ ადვილად ასათვისებელი ინსტრუმენტებით (ჩვენს შემთხვევაში მობილური აპლიკაციებით) სამუშაო პროცესებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა შეუმოწმებელი აპლიკაციებით სარგებლობის შემცირების მიზნით.

4. პერიმეტრის დაცვა

აუცილებელი ხდება  საწარმოს შიდა ინფრასტრუქტურის განხილვა  არა მხოლოდ მაღალი სიჩქარის ლოკალური გამომთვლელი ქსელის თვალსაზრისით, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას კორპორატიულ რესურსებთან უსადენო ურთიერთქმედების  ფაქტორების არსებობა. ეს მოითხოვს დამატებით ექსპერტიზას  მონაცემთა დაშიფრვის და მობილური დაცვის სფეროში.