IT-ინფრასტრუქტურის აუდიტი

ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ღონისძიებების გეგმის შემუშავებაში პირველ ნაბიჯს წარმოადგენს IT-ინფრასტრუქტურის აუდიტი. მიზანს წარმოადგენს აუდიტის შედეგების მიხედვით რეკომენდაციების შემუშავება.
IT აუდიტი იყოფა მომსახურების რამოდენიმე სახეობაზე, რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ღონისძიებების შემუშავებაზე:

  • IT გამოკვლევა – ეს არის ინფორმაციის შეგროვება, რომელიც გამოყენებული იქნება შემდეგი სამუშაოების ჩასატარებლად, მაგალითად, ახალი საინფორმაციო სისტემების დანერგვის საპროექტო სამუშაოებში, როცა საჭიროა უტყუარი ინფორმაციის შეგროვება ინფრასტრუქტურის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.
  • IT კრიტერიუმის აუდიტი – ეს არის ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეკომენდაციის გაცემა რომელიმე არჩეული IT კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად, უსაფრთხოება, მწარმოებლურობა, საიმედობა, მისაწვდომობა და ა.შ. აუდიტის ჩატარებისას შეფასების გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით მიღებულია არა მარტო ინფრასტრუქტურის ცალკეული ელემენტის არამედ პროგრამული და აპარატული საშუალებების ერთობლიობის გამოკვლევა.

აუდიტის შედეგები, გამოკვლევები:

  • IT- ინფრასტრუქტურის მიმდინარე მდგომარეობის ფიქსირება, დასკვნები საინფორმაციო სისტემებში საქმეთა მიმდინარე მდგომარეობის, სერვერული, ქსელური სხვა მოწყობილობების, საბაზო და გამოყენებითი სისტემებისა და დანართების შესახებ. 

რეკომენდაციები ხარვეზების აღმოფხვრასთან, კომპანიის ინფორმაციული სისტემების ეფექტურ ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ბიზნესის განვითარების მოთხოვნებსა და მიმართულებებთან.
აუდიტის შედეგების მიხედვით ხდება ისეთი ღონისძიებების შეთავაზება, რომლებიც იძლევიან IT-ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების ამაღლების, კომპანიის IT -მომსახურების ხარისხის და თანამშრომელთა შიდაკორპორატიული კულტურის ზრდის საშუალებას, და აგრეთვე ფლობის საერთო ღირებულების შემცირების საშუალებას.