მ.დ.ც. სუსტდენიანი სისტემები

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები და საკაბელო კონსტრუქციები

მ.დ.ც. შენობის საკაბელო ქვესისტემა განკუთვნილია  სერვერული ქსელის ქვესისტემიდან ინფორმაციის გადაცემის ერთიანი გარემოს შექმნისთვის. ის იგება სქემის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს  მთავარი (გამანაწილებელი) ქვესისტემის, ჰორიზონტალური ქვესისტემის და მოწყობილობის ტრაფიკის გამყოფის არსებობას. მწყობრიდან გამოსვლის მიმართ მედეგობის უზრუნველყოფა სრულდება ქვესისტემების და იერარქიის სხვადასხვა დონის კვანძების დარეზერვების გზით. მ.დ.ც. სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის პროექტირებისა და რეალიზაციისას სრულდება ინფორმაციის დამუშავების, შენახვისა და გადაცემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის  საერთაშორისო სტანდარტების (ANSI/EIA/TIA-568-С, ISO/IEC 11801-2002, TIA 942) გათვალისწინება, დაშვებულია განვითრების შესაძლებლობა ახალი ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით, დამატებითი ქსელური რესურსების მიერთებით, ასევე  სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მოწყობილობებთან თავსებადობა. სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის ასაგებად  გამოიყენება  არანაკლებ 6 კატეგორიისა და გაერთიანებული მანქანათმშენებლობის ქარხნების მოწყობილობები სპილენძისა და ოპტიკური ქვესისტემებისთვის შესაბამისად.

მ.დ.ც. საინჟინრო სისტემების დისპეჩერიზაციისა და ავტომატიზაციის სისტემები

დისპეჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემა (დ.მ.ა.ს.)- აპარატული და პროგრამული უზრუნვეყოფის ერთობლიობა  ერთი ან რამდენიმე მ.დ.ც.-ს საინჟინრო ინფრასტრუქტურის  დისტანციური მართვისა და ცენტრალიზებული კონტროლისთვის რეალური დროის რეჟიმში. დ.მ.ა.ს. იძლევა საშუალებას  შემცირდეს  ავარიული სიტუაციის მართვის ადამიანური ფაქტორი, რეაგირების დრო და გაიზარდოს მ.დ.ც. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები,  მ.დ.ც. საინჟინრო სისტემების მუშაობის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მომენტალური გადაცემის მეშვეობით. შეიძლება მოცემული ინფორმაციის გამოტანა დისპეჩერის მონიტორზე რიცხვების  ან გრაფიკის სახით და დაარქივება შემდგომი ანალიზისა და ანგარიშების შედგენისთვის.