ღრუბლოვანი სერვისები

SaaS(Software as a Service – პროგრამული უზრუნველყოფა როგორც მომსახურება) -ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის ხელსაყრელი ალტერნატივა.
SaaS გაძლევთ საშუალებას მიიღოთ პროგრამული უზრუნველყოფა მომსახურების სახით და არ შეიძინოთ ძვირადღირებული ლიცენზირებული პროგრამები. მომსახურების მომწოდებლები SaaS-ის აპლიკაციების შემქმნელებთან ერთად ახორციელებენ პროგრამების შემუშავებას, მათ განთავსებას, დანერგვას, განახლებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ხოლო დამკვეთი ინტერნეტის მეშვეობით იხდის მხოლოდ ამ აპლიკაციის წვდომას. ამგვარად, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის ჩვეულებრივი სქემისგან განსხვავებით, დამკვეთი იხდის მხოლოდ მომსახურების საფასურს (მოცემული პროგრამით სარგებლობის უფლებას), ანუ მხოლოდ მისთვის საჭირო მომსახურების საფასურს. ყველაზე ხშირად SaaS იძლევა იმ აპლიკაციების წვდომას, რომელთა მიღებაც მოითხოვს დამკვეთისგან დამატებითი აპარატული სიმძლავრეების შეძენას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაქირავებას, ტექნიკური დავალების შემუშავებასა და დანერგვას (ფოსტის სერვერი, უსაფრთხოება, ტელეფონია და სხვა).

ვისთვისაა ხელსაყრელი SaaS-ის გამოყენება?

SaaS-ის ძირითად მომხმარებელებს წარმოადგენენ მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც არ სურთ ძვირადღირებული, ენერგოტევადი მოწყობილობის შეძენა და დიდი თანხებისა და დროის დახარჯვა მის დანერგვაზე, დაყენებასა და მომსახურებაზე. SaaS-ის მომსახურების ხელსაყრელ პირობებს ასევე შეაფასებენ კომპანიები, რომელთაც აქვთ ფილიალების განშტოებული ქსელი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს და ზრდის კომუნიკაციების ღირებულებას როგორც ოფისის შიგნით, კოლეგებს შორის, ისე კლიენტებთან ურთიერთობისას.
თუმცა დიდ კომპანიებსაც შეუძლიათ იპოვონ თავისთვის ხელსაყრელი რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება SaaS-ის მომსახურებათა ფართო სპექტრში.

SaaS-ის დახმარებით შესაძლებელია ფულისა და თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვა:

მნიშვნელოვანი ეკონომია ძვირადღირებული ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისას;

კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომია ისეთი ძვირადღირებული მოწყობილობის შეძენასა და დაყენებაზე, როგორიცაა: ატს, საფოსტო სერვერები, გაგრილების სისტემები, დაცვის სისტემები.  ყველა მონაცემი იტვირთება და ინახება ეგრეთ წოდებულ „ღრუბელში“ - მომსახურების მომწოდებელი კომპანიის სერვერზე.

მნიშვნელოვანი ეკონომიის გაწევა მოწყობილობის დანერგვასა და მუდმივ მომსახურებაზე, სერიოზული ხარჯების გამორიცხვა გაუმართაობების აღმოფხვრასა და მოძველებული მოწყობილობების შეცვლაზე. მოწყობილობის მუშაობის დროებით შეწყვეტის გამორიცხვა. ეს არის დრო, რომელიც საჭიროა აღჭურვილობის შეკეთებისთვის ან გადაყენებისთვის. ყველა ხარჯს ანაზღაურებს მიმწოდებელი კომპანია და უზრუნველყოფს ყველა აპლიკაციის შეუფერხებელ მუშაობას. ხორციელდება ყოველმხრივი პროფესიონალური ტექნიკური  მხარდაჭერა, მისი ღირებულება შედის მომსახურების ღირებულებაში.

მნიშვნელოვანი ეკონომია ტელეფონიაზე, როგორც SaaS-ის მომსახურებაზე: ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მდებარე სხვადასხვა ოფისების თანამშრომლებს შორის კავშირი ხორციელდება ისევე სწრაფად, მარტივად და ეკონომიურად, თითქოს ისინი ერთმანეთის გვერდით ზიან.

SaaS-ის მრავალი აპლიკაციით სარგებლობისას , გადახდა ხორციედლება  მომხმარებელთა ფაქტიურ რაოდენობაზე, რომლებიც თქვენ მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ, ანუ მობილურად  „მოარგოთ“ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს (მაგალითად, ტელეფონიის გამოყენებისას).

დროის მნიშვნელოვანი ეკონომია, რომელიც საჭიროა დაყენებისთვის, დანერგვისთვის , მოწყობილობის დამონტაჟებისთვის. SaaS-ის აპლიკაციები  შეუცვლელია  იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეფონია და ფოსტა საჭირო იყო „ჯერ კიდევ გუშინ“,  რადგან მათი დაყენება და დამონტაჟება 1-2 დღეს მოითხოვს, ძვირადღირებული სერვერებისა და ატს-ისგან განსხვავებით, რომელთა დანერგვასაც სჭირდება არანაკლებ 2 კვირისა.

სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომია, როდესაც თქვენ დანამდვილებით არ იცით  რა გსურთ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული პროდუქტი პასუხობს ყველა თქვენს მოთხოვნას,-ლიცენზირებული მოწყობილობის შეძენისას ტყუილად დაიხარჯება დიდი თანხები, ხოლო SaaS-ის შემთხვევაში თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ  უარი თქვათ აპლიკაციების გამოყენებაზე.

დროის მნიშვნელოვანი ეკონომია ინფორმაციის გაცვლისას. SaaS-ის ბევრი აპლიკაცია იძლევა საშუალებას  შექმნათ ერთიანი საინფორმაციო სივრცე, დააყენოთ თანამშრომლების სხვადასხვა ფაილებისა და საქაღალდეების  ინდივიდუალური წვდომა , რაც წარმოადგენს შეუცვლელ გადაწყვეტილებას თქვენი ბიზნესის მობილობისას: თანამშრომლების დისტანციური მუშაობისას, მივლინებებში ყოფნისას, ფილიალებთან მუშაობისას.

SaaS -ის აპლიკაციების მარტივი, ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი არ საჭიროებს თქვენი სტუდენტების დამატებით სწავლებას.  

SaaS-ის უპირატესობ

5 მიზეზი, რომელთა გამოც SaaS-ის გამოყენება უფრო მოხერხებული და ხელსაყრელია:

  1. ხარჯების დაახლოებით 60% ეკონომია (თქვენ ეკონომიას წევთ სერვერის ღირებულებაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დანერგვის ღირებულებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე).
  2. კაპიტალური ხარჯების არქონა - არ არის საჭირო ბრუნვიდან თანხის ამოღება სერვერისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად (ამის ნაცვლად - ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადები).
  3. თქვენ მომენტალურად იღებთ ყველა დადებით მხარეს საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. არ აქვს ადგილი დაყენებასთან დაკავშირებულ დაგვიანებას.
  4. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ცვალოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ფუნქციონალობა. თუ მეორე დღეს გადაწყვეტთ, რომ თქვენ გჭირდებათ  უფრო მძლავრი აპლიკაცია, თქვენ არ მოგიწევთ გუშინ შეძენილი სერვერის გადაგდება, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ შეუკვეთოთ თქვენთვის საჭირო აპლიკაციის წვდომა, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.
  5. უსაფრთხოება. თქვენ არ დაგემუქრებათ მონაცემების დაკარგვის საშიშროება. ისინი იქნება დაცული  სერვერებზე, რომლებიც  განთავსებულია  პროფესიულად აღჭურვილ დატაცენტრში. დატაცენტრი ოცდაოთხსაათიანი დაცვის ქვეშ იმყოფება, აღჭურვილია წვდომის კონტროლის 3-დონიანი სისტემით, სარეზერვო ელექტროკვებით და ინტერნეტის წვდომის სარეზერვო არხებით.

მითები SaaS-ის შესახებ. რა გიშლით ხელს მოხვდეთ “ღრუბლებში”.

მითი პირველი: SaaS -არ არის უსფრთხო.

ბევრი კლიენტი, რომელიც ჩვენთან მოდის SaaS -ის შესაძენად, გვეკითხება არის თუ არა SaaS-ის გამოყენება უსაფრთხო.  «მე მსურს დავიცვა  ჩემი მონაცემების კონფიდენციალობა ». მოდით ჯერ გავერკვიოთ იმაში, თუ რამდენად დაცულია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია მოცემულ მომენტში.

თუ თქვენ, მაგალითად, სარგებლობთ უფასო  საფოსტო სერვისებით, თქვენი მონაცემები უკვე არის საფრთხეში, ვინაიდან უფასო მომსახურებების მიმწოდებლები , როგორც წესი, არ გთავაზობთ მაღალი დაცულობის გარანტიებს.  უფასო სისტემებში ძალიან ხშირად ტეხავენ საფოსტო ყუთებს, შეტყობინებები ხშირად გადაიცემა მომსახურების მიმწოდებლის სერვერზე დამოუკიდებელი არხებით და ა.შ. სერვერის დამალვა ბუღალტრის მაგიდის ქვეშ ასევე არ არის უსაფრთხო - ნებისმიერ თქვენს თანამშრომელს შეუძლია მონაცემების  შეუფერხებლად მიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკის თანახმად კონფიდენციალური ინფორმაციის 60%-ის გაჟონვა ხდება კომპანიის თანამშრომლის ბრალეულობით, ეს ძალიან სერიოზული მიზეზია მონაცემების უსაფრთხოებაზე დაფიქრებისთვის. თუკი საიდუმლო მონაცემები სერვერზე ცალკე  სასერვერო ოთახში ინახება, ამ ოთახის კართან არავინ ოცდაოთხი საათი არ მორიგეობს.

SaaS-ის მომსახურებების შემთხვევაში Softline, დატაცენტრი, სადაც დგას ჩვენი სერვერების და ინახება  თქვენი მონაცემები, ოცდაოთხი საათის განმავლობაში არის დაცული, არსებობს  წვდომის კონტროლის 3-დონიანი სისტემა, კვებისა და სიცივით მომარაგების დარეზერვება, მონაცემთა რეგულარული სარეზერვო ასლების გადაღება. მონაცემები, რომლებსაც თქვენ გადასცემთ დატაცენტრს, გადაიცემა  დაშიფრული არხით. ბოროტმოქმედს, მიუხედავად იმისა, ის თქვენი კომპანიის თანამშრომელია, თუ მესამე პირი, უფრო უჭირს თქვენი ინფორმაციის არამართლზომიერი წვდომის მიღება, ვიდრე იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენი მონაცემები თქვენს ოფისშია.

მითი მეორე: SaaS-ის მომსახურებათა მიმწოდებლის ნდობა არ შეიძლება:

ზოგიერთ კომპანიას ეშინია, რომ SaaS-ის მიმწოდებელი  არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სერვისის ხარისხი განცხადებულზე დაბალი აღმოჩნდება, ან კომპანია ვერ შეძლებს ისარგებლოს მომსახურებებით მიმწოდებლის ბრალეულობით. მომსახურებების მიმწოდებელი შეიძლება გაკოტრდეს ან გაქრეს ბაზრიდან, მიმწოდებლის თანამშრომლებს ექნებათ  კომპანიის მონაცემთა წვდომა და ა.შ. მართლაც, თუ თქვენი კომპანია დაიწყებს თავის ურთიერთობებს  მომსახურებების არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლთან, თქვენ შეიძლება შეგეხოთ ეს პრობლემები.

თუმცა ტერმინი “არაკეთილსინდისიერი მიმწოდებელი” მიუღებელია კომპანია Softline-ში. ჩვენი კომპანია სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით, ბაზარზე ჩვენ უკვე 17 წელია ვმუშაობთ და წარმოვადგენთ ერთ-ერთ ძირითად მოთამაშეს პროგრამული უზრუნელყოფის ბაზარზე. კომპანია Softline-ისთვის  ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში 50%-ს აჭარბებს. გარდა SaaS-პროდუქტების  მიმართულებისა, ჩვენს კომპანიას კიდევ გააჩნია შემოსავლის სხვა წყაროებიც, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის დაკავშირებული IT-სთან. მძიმე კრიზისულ წელშიც კი ჩვენ გამართულად ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებებს კლიენტების, თანამშრომლებისა და პარტნიორების  მიმართ. ჩვენს

სიტყვებზე უკეთესად დაგარწმუნებთ ათასობით ჩვენი კლიენტი-ჩვენ შეგიძლიათ გვენდოთ. ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ Softline ჩვენი მეტად სანდო პარტნიორია SaaS-პროდუქტებში.

SaaS-მომსახურებების ხელმისაწვდომობა და ხარისხი გარანტირებულია ჩვენიკომპანიის მიერ SLA ხელშეკრულებით (მომსახურების გაწევის დონის ხელშეკრულება), ხოლო მესამე პირებისათვის  თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობა გარანტირებულია NDA ხელშეკრულებით (ხელშეკრულება ინფორმაციის გაუხმაურებლობის შესახებ). ამ ხელშეკრულებაში  შეტანილია  კომპანია Softline-ის  პირდაპირი ფინანსური პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. გარდა ამისა, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ჩენი მომსახურებების ხარისხში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ უფასო სატესტო SaaS-მომსახურება.

მითი მესამე: SaaS-გადაწყვეტილებები შექმნილია საშუალო მოთხოვნებისთვის და ჩემს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

კლასიკურ მოდელში  SaaS-გადაწყვეტილება, რომლითაც სარგებლობს კლიენტი არ არის მორგებული კონკრეტული კლიენტის მოთხოვნაზე.  ზოგიერთ კომპანიაში ეს ფაქტი იმის შიშს იწვევს, რომ კონკრეტულად მათი მოთხოვნები ვერ იქნება გადაწყვეტილი SaaS-აპლიკაციების მეშვეობით. მართლაც, ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა CRM და  ERP, დაყენებისთვის დამატებით  დროს საჭიროებს ყოველი დანერგვისას, რაც არ ერგება  SaaS-ის კონკრეტულ მოდელს.

მეორეს მხრივ, მრავალი აპლიკაცია, ისეთები როგორიცაა კორპორატიული ფოსტა, სპამის და საფოსტო ვირუსების ფილტრაციის სისტემა, მრავალმხრივი ვირტუალური კონფერენციების ჩატარების სისტემა, საჭიროებს მინიმალურ დამატებით დაყენებას თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში. ამის გარდა, აპლიკაციების  „დაუყენებლობის“ პრობლემა წყდება მათი ფუნქციების დიდი არჩევანით, რაც აძლევს თითოეულ მომხმარებელს საშუალებას მიიღოს სწორედ მისთვის საჭირო ფუნქციონალი. რაც შეეხება რთულ სისტემებს, ისეთებს, როგორიცაა , მაგალითად, CRM, პირველ რიგში, პროგრამის სხვადასხვა  მწარმოებლებსა და ვარიანტებს შორის  ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ კონკრეტულად თქვენთვის საჭირო გადაწყვეტილება, მეორეც, კომპანია Softline-ის სპეციალისტებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი სირთულის დანერგვა  ნებისმიერი სიდიდის კომპანიაში.

მითი მეოთხე: SaaS-ძვირია გრძელვადიან პერსპექტივაში.

პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის  ღირებულებისა ან ლიცენზირების კლასიკური სქემით შედარებისას, ზოგიერთი აღნიშნავს იმას, რომ აპლიკაციის შეძენა უფრო იაფია მის გამოყენებაზე 3-5 წლის განმავლობაში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს საუბრობენ მხოლოდ ამა თუ იმ პროგრამული უზრუნველყოფის უშუალო ლიცენზიის ფასის შესახებ, მაგრამ არ ითვალისწინებენ არაპირდაპირ დანახარჯებს.  თუ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უჯდება სინამდვილეში ბიზნესს ესა თუ ის პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ TCO -ზე (Total Cost of Ownership კატეგორიების მიხედვით-მფლობელობის საერთო ღირებულება), რომლებიც ითვალისწინებს პერსონალის მუშაობას, სერვერების, მათი მომსახურების ღირებულებას,  სისტემის გაფართოების ხარჯებს, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ხარჯებს, ელექტროენერგიის  ხარჯებს და ა.შ. თუ დავიანგარიეშებთ TCO-ს კლასიკური სქემისთვის და SaaS-ისთვის, გასაგები გახდება, რომ რეალური ეკონომია 3 წლის განმავლობაში ადის 60%-ზე. ამის გარდა, SaaS-ის გამოყენებისას ფულის ამოღება ბრუნვიდან არ არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დამატებითი შემოსავალი მოაქვს. SaaS-ის გამოყენებისას თქვენ იყენებთ პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე აქტუალურ ვერსიას, მას ემსახურება გარეშე ინჟინრები, თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი სერვერები, და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ეს არ დაგიჯდებათ არცერთი ზედმეტი კაპიკი.

მითი მეხუთე: SaaS - მხოლოდ მცირე ბიზნესისთვისაა.

ზოგიერთ მსხვილ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ SaaS -ის სქემით მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება ნაკლებად ცნობილი ვენდორების მიერ, არ არის საიმედო, ცუდად არის დაცული მონაცემთა გაჟონვისგან, ამიტომ მხოლოდ მცირე კომპანიებისთვისაა  გამოსადეგი, რომლებისთვისაც საიმედოობა და  IT-გარემოს ხარისხი ისეთი კრიტიკული არაა, როგორც მსხვილი ბიზნესისთვის.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ბაზრის განვითარების პირობებში, მცირე კომპანიებში

IT-გარემოს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მსხვილებისთვის. ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ნებისმიერი მოცულობის ბიზნესი, რომელსაც შეუძლია  უარი თქვას საიმედო ფოსტაზე.

მეორეც, თუ ჩვენ ვნახავთ ვინ აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ვრცელდება SaaS-ის მოდელით, ჩვენ დავინახავთ ისევ იმ მსხვილ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც შეიმუშავებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებენ კლასიკური სქემით. ვენდორებს შორის, რომელთა პ.ო. მიღება შესალებელია SaaS-მომსახურების სახით, არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა Google, Microsoft, IBM, Symantec და ბევრი სხვა. SaaS-ის სქემით გავრცელებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში  გამოიყენება იგივე ტექნოლოგიები, რაც ჩვეულებრივ კოლოფის პ.ო.-ში, რომელიც გაძლიერებულია მონაცემთა სერიოზული დაცვით და კავშირგაბმულობის არხების დაშიფვრით, რომლებიც გამოიყენება სერვისთან დასაკავშირებლად.  ყველა მონაცემი საიმედოდ დაცულია. პ.ო. ისევე სტაბილურია, როგორც კლასიკური სქემით მოწოდებული გადაწყვეტილებები. ტექნიკური მხარადჭერაც უზრუნველყოფილია მაღალ დონეზე.  მსხვილ კომპანიებს არ აქვთ მიზეზი ეჭვი შეიტანონ SaaS-ის, როგორც პ.ო. გამავრცელებელი მოდელის საიმედოობაში.

მითი მეექვსე: SaaS-ის მოდელით ხელმისაწვდომია აპლიკაციების მხოლოდ რამდენიმე კატეგორია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ SaaS-ის მოდელით შესაძლებელია პ.ო.-ს მხოლოდ რამდენიმე კატეგორიის მიღება, ისეთების როგორიცაა CRM ან ელექტრონული ფოსტის სერვერი.

ეს მითი არ შეესაბამება სინამდვილეს. დღეისთვის კომპანია Softline მომხმარებელს სთავაზობს  ათობით სხვადასხვა სახის სერვისს,  პ.ო.-ს სხვადასხვა კატეგორიების უდიდესი რაოდენობიდან. CRM-ს, ელექტრონული ფოსტის და საფოსტო უსაფრთხოების    გარდა, ჩვენს კატალოგში არის ისეთი ინოვაციური სერვისები, როგორიცაა ვირტუალური IP-АТС (ვირტუალური ოფისი), ERP -სისტემები, კონფერენციის ჩატარების სისტემები და დისტანციური სწავლების სისტემები. აგრეთვე ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს დაგეგმვის სისტემებს, საიტების მართვის სისტემებს, კორპორატიულ პორტალებს, აგრეთვე მრავალ სხვა სერვისს.

კომპანია Softline-ის SaaS-მომსახურებების კატალოგი მუდმივად ივსება, ჩვენ თვალს  ვადევნებთ  ყველაზე საინტერესო SaaS-მომსახურებების გამოჩენას და ვცდილობთ რაც შეიძლება მალე შევთავაზოთ ისინი ჩვენს მომხმარებელებს. თუ თქვენ დაინტერესებული  ხართ რომელიმე სერვისით, რომელიც არ არის ჩვენს კატალოგში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მისი კატალოგში ჩამატების შესაძლებლობა.

კმარა  გაუბედაობა - „ღრუბლებში“ შესვლის დროა!

მაშ ასე, როგორც უკვე დავრწმუნდით, მტკიცებების უდიდესი ნაწილი, რომელიც მსხვილ ბიზნესს აიძულებს ეჭვი შეიტანოს  SaaS-მომსახურებების შეძენის შესაძლებლობებში, მითია. დღეისთვის უკვე ჩამოყალიბდა იმის ყველა წინაპირობა, რომ ბიზნესმა შეძლოს გადასვლა IT-მომსახურების ღრუბლიდან  მიღებაზე SaaS-მოდელის მეშვეობით. კომპანია Softline უკვე დღეს არის მზად გახდეს SaaS-მომსახურების თქვენი საიმედო მიმწოდებელი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მენეჯერებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენთვის SaaS-გადაწყვეტილების შერჩევაში, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტულად თქვენი ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტაში და ეკონომია გაწიოთ IT-ინფრასტრუქტურაზე თქვენს საწარმოში. გელით „ღრუბლებში“!