ვირტუალური სერვერები!

Microsoft Azure -არის ღია და მოქნილი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნა, დანერგვა, მასშტაბირება და მათი მართვა მონაცემთა დამუშავების ცენტრების Microsoft -ის გლობალურ ქსელში, რისთვისაც გამოიყენება პროგრამირების სხვადასხვა ენები, ინსტრუმენტები და სამუშაო გარემოებები.
IT-ინფრასტრუქტურების შესაძლებლობები სწრაფად იზრდება საჯარო ღრუბლის შეუზღუდავი რესურსების ხარჯზე.
Microsoft Azure იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ ინსტრუმენტები, აირჩიოთ შემუშავების საშუალებები და ტექნოლოგიები და გადაიხადოთ რესურსების საფასური გამოყენების ფაქტის მიხედვით.

Softline წარმოადგენს Microsoft Azure -ის პარტნიორს ღრუბლოვან პლატფორმაში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ შეუზღუდავი რესურსები ღრუბელში, აგრეთვე ისარგებლოთ Softline -ის მრავალრიცხოვანი ინჟინრების კვალიფიკაციით. ჩვენ გთავაზობთ Windows Azure-ის სერვისების წვდომას Microsoft-ის ფასებში, საფასურის გადახდის საშუალებას იურიდიული პირის სახელით ყველა აუცილებელი საბუღალტრო დოკუმენტის გაფორმებით.

Microsoft Azure-ის შესაძლებლობები და უპირატესობები:
ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური პლატფორმა ბიზნესის განვითარებისთვის.
ინსტრუმენტების, შემუშავების საშუალებებისა და ტექნოლოგიების თქვენი შეხედულებისამებრ არჩევის საშუალებები.
Microsoft-ის მიერ თქვენი სერვერების გარანტირებული მხარდაჭერა, რომელიც განმტკიცებულია SLA შეთანხმებით 99,95% დონით.
არსებული აპლიკაციების მიგრაცია.
ღრუბლოვანი სერვისების ინტეგრაცია ლოკალური მონაცემებით, კერძოდ ღრუბლის შესაძლებლობების გაფართოება.

Amazon Web Services
ვირტუალური მანქანები
ვირტუალური მონაცემთა დამუშავების ცენტრი
Web-ჰოსტინგი