მართვა (MDM)

Mobile device management (MDM) – ეს არის ადმინისტრირების კომპლექსი, რომელიც მოიცავს ექსპლუატაციაში შეყვანას, უსაფრთხოებას, მაჩვენებლების კონტროლს, მობილური მოწყობილობების, როგორიცაა სმარტფონები, პლანშეტები, ნოუთბუქები და სამუშაო გარემოში სხვა მობილური მოწყობილობების, ინტეგრირება და მართვა ინტეგრირებასა და მართვას. გარდა იმისა, რომ MDM ახდენს საწარმოში მობილური მოწყობილობების ფუნქციონალობისა და უსაფრთხოების ოპტიმიზირებას, იგი რამდენჯერმე ზრდის კორპორატიული ქსელის დაცვას.
MDM პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა მოწყობილობებზე დანართების, მონაცემების, რეგულირებებისა და განახლებების მიწოდებისა და დაყენების შესაძლებლობას ცენტრალიზებულად და მაქსიმალურად ეფექტურად. იდეაში, MDM პროგრამული უზრუნველყოფა ადმინისტრატორებს აძლევს შესაძლებლობას მართონ მობილური მოწყობილობები ისევე, როგორც ნებისმიერი სტაციონარული სამუშაო ადგილი და სთავაზობს ოპტიმალურ მწარმოებლურობას მომხარებლებისთვის. MDM ინსტრუმენტები შეიცავენ დანართების მართვის, ფაილების სინქრონიზაციისა და ერთობლივი წვდომის საშუალებებს, საინფორმაციო უსაფრთხოების ინსტრუმენტებს და მხარდაჭერას, როგორც კორპორატიული, ისე პირადი სარგებლობის მოწყობილობებისთვის.
განვითარების სტრატეგიები:

  • BYOD (Bring your own device)-ეს ტერმინი აღწერს სიტუაციას, როცა ორგანიზაციის თანამშრომელი კორპორატიული კომპიუტერის ნაცვლად სამუშაოდ იყენებს პირად მოწყობილობას, იქნება ეს მისი პირადი ნოუთბუქი, პლანშეტი თუ, უკიდურეს შემთხვევებში, სმარტფონიც კი. BYOD ტერმინი გაჩნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ (მინიმუმ 2004 წლიდან). მიუხედავად ამისა დიდი პოპულარობა ამ იდეამ მიიღო არც თუ ისე დიდი ხნის წინ და ძირითადად IT-მომსახურებების მიმწოდებლების აქტივობისა და ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონალისა და მრავალფეროვნების სწრაფი განვითარების ხარჯზე. 
  • BYOD შეიძლება იყოს ეფექტური. საკმარისია უზრუნველყოფილ იქნას 24 საათიანი უსაფრთხო წვდომა კორპორატიულ რესურსებთან, კონცენტრირება ინფორმაციის დაცულობასა და თანამშომელთა პროდუქტიოულობის მხარდაჭერაზე. კლასიკური შეზღუდვები თანდათანობით გვიჩვენებენ თავის წარუმატებლობას თანამედროვე მსოფლიოში და ადგილს უთმობენ უფრო მობილურ და მოქნილ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ჯერ შემაშინებელს, როგორც ოდესღაც ცხენებმა დაუთმეს ადგილი ავტომანქანებს.
  • ცხადია, რომ მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა პროცესების კურირება მრავალ დონეზე. მოწყობილობები უნდა იყოს მოსახერხებელი, და არა პირველი, რაც მოგხვდება ხელში; თანამშრომლის კომპეტენცია უნდა იყოს საკმარისი თავისი მოწყობილობის, როგორც მინიმუმ ისევე ეფექტური გამოყენებისთვის, როგორც სამუშაო კომპიუტერის; ხოლო ურთიერთმოქმედება თანამშრომელბს შორის უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და სწრაფი ინსტრუმენტებით.
  • BYOD სამი კლასიკური სცენარი:

სცენარი 1: თანამშრომელი იყენებს თავის მოწყობილობას სამუშაო ადგილზე მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის და პერიოდული (პირადი) სატელეფონო ზარებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებელს მისი საშუალებით შეუძლია დაუკავშირდეს თანამშრომელს არასამუშაო დროს.
სცენარი 2: თანამშრომელი იყენებს თავის მოწყობილობას მათ შორის სამსახურებრივი ამოცანებისთვის - იგი იღებს წვდომას კორპორატიულ ქსელთან, შეუძლია ატვირთოს ელექტრონული ფოსტა, ინფორმაცია მოვლენების შესახებ კალენდარიდან და საკონტაქტო მონაცემები (ამასთან კავშირის მომსახურებას ანაზღაურებს თავად თანამშრომელი, ხოლო დამსაქმებელი ანაზღაურებს მის ხარჯებს.
სცენარი 3: თანამშრომელი სარგებლობს თავისი მოწყობილობით, მათ შორის სამსახურებრივი ამოცანებისთვის, მაგრამ კავშირის მომსახურების ხელშეკრულება იდება და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ.
MDM სისტემას აქვს შემდეგი თვისებები:
კროსპლატფორმა (სხვადასხვა მოწყობილობების, სისტემებისა და დანართების თავსებადობა)
შეუძლია ურთიერმოქმედება სხვადასხვა სახის კავშირის საშუალებით (Wifi, cellular networks, satellite networks)
მოწყობილობის არჩევა, ურთიერთმოქმედება და მართვა ხორციელდება უსადენო კავშირის ტექნოლოგიებით მოწყობილობის მუშაობის გაჩერების გარეშე («ჰაერით»).
შეუძლია მოწყობილობის კონფიგურაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განახლებების, ოპერაციული სისტემებისა და დანართების სწრაფი დანერგვა.
აქვს მობილური მოწყობილობების სისტემიდან სწრაფი დანერგვისა და წაშლის შესაძლებლობა,რათა უზრუნველყოფილ იქნას ქსელის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი და მონაცემთა უსაფრთხოება.