საქართველოში პირველად ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, საბანკო და საფინანსო სექტორისთვის საერთაშორისო აიტი ინტეგრატორმა კომპანია „სოფთლაინ საქართველო“-მ კონფერენცია «FINDAY 2021» ჩაატარა. ღონისძიების მთავარი მიზანი კი ციფრული ტანსფორმაციის ბიზნეს პროცესების გაზიარება და გააქტიურებაა. მათ შორის შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ კიბერუსაფრთოების მიმართულება, რაც პანდემიის ფონზე დისტანცირებული კულტურის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ „სოფთლაინ საქართველო“-ს საერთაშორისო მსხვილი პარტნიორი კომპანიების, კერძოდ Intel Corporation, Check Point, ESET, Group-IB წარმომადგენლები და აგრეთვე ონლაინ ფორმატში ჩაერთვნენ Citrix და Earlyone-ის წარმომადგენლები.
„სოფთლაინ საქართველო“-ს პორტფლიოში 6000-ზე მეტი მსოფლიო ვენდორი კომპანიებია და ფლობს უმაღლეს სტატუსებს. იგი გახლავთ კომპანია Softline-ის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის შემადგენელი ნაწილი, სათაო ოფისი კი მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ქ. ლონდონში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ა.წ. 27 ოქტომბერს, კომპანია Softline-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. IPO-ზე გასვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სოფთლაინი“ არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო კომპანია.