„სოფთლაინ საქართველო" გახდა კომპანია Check Point Software Technologies ავტორიზებული მხარდაჭერის პარტნიორი და მიიღო Collaborative Support Provider (CCSP) სტატუსი.
ამჟამად კომპანიას ადგილობრივად წარმოდგენილი ჰყავს 3 უსაფრთხოების ექსპერტი (CCSE) და 2 მხარდაჭერის სპეციალისტი (CCTE).
Check Point Software Technologies კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერია ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორისათვის მსოფლიო მასშტაბით.
Check Point გადაწყვეტილებები იცავს ბიზნეს პროცესს V თაობის კიბერ-საფრთხეებისგან.
კომპანია "სოფთლაინ საქართველო" Check Point Software Technologies-ის ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მქონე პარტნიორია.