კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ მოხარულია გაცნობოთ Dell Technologies-ს საპარტნიორო სტატუსი - Titanium-ის წარმატებით დადასტურების შესახებ.
Titanium Partner სტატუსი მეტყველებს „სოფთლაინ საქართველო“-ს ღრმა ტექნიკურ ექსპერტიზაზე და სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციაზე, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას მიაწოდოს თავის მომხმარებლებს ყველაზე მოწინავე გადაწყვეტილებები და დაეხმაროს მოქნილი და მასშტაბირებადი IT ინფრასტრუქტურის შექმნაში.
Dell Technologies პროდუქტების და გადაწყვეტილებების სფეროში სერტიფიცირება ადასტურებს „სოფთლაინ საქართველო“-ს სპეციალისტების კომპეტენციებს, რაც წარმოადგენს სხვადასხვა მასშტაბის და სირთულის პროექტების რეალიზაციისათვის საჭირო გამოცდილების და უნარების ერთობლიობის გარანტს, ყველაზე ინოვაციური მიდგომების და ციფრული ტრანფორმაციის პარადიგმების გამოყენებით.
«კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და პირველივე დღიდან თანამშრომლობს კომპანია DELL-თან. კომპანია უკვე მესამე წელია ინარჩუნებს პარტნიორის Titanium სტატუსს, რაც ჩვენი მომხმარებლებისათვის იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ Dell Technologies გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ეფექტურად იქნება დანერგილი მათ ბიზნესში ჩვენი სპეციალისტების საშუალებით. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე», - აცხადებს რევაზ ურუშაძე, კომპანია „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორი.
Dell Technologies გადაწყვეტილებების შესახებ კონსულტაციისათვის