შესანიშნავი შესაძლებლობა კარიერის დასაწყებად - გიწვევთ სტაჟირების გასავლელად „სოფთლაინ საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურში, მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანაშემწედ.
Softline - არის ლიდერი აიტი გადაწყვეტილებების, სერვისებისა და ლიცენზიების მიმწოდებელი გლობალური კომპანია, რომელიც მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ბაზრებზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებელს, მიაღწიონ ციფრულ ტრანსფორმაციას და დაიცვან საკუთარი ბიზნესი კიბერ ტექნოლოგიების დახმარებით. კომპანია ყოველწლიურად შედის CNews 100, TAdvisor 100, TOP 200 Forbes, Raex რეიტინგებში და აქვს 4000-ზე მეტი შესრულებული პროექტი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის.
თუ თქვენ:
- სწავლობთ მარკეტინგის ფაკულტეტზე ან გაინტერესებთ მარკეტინგის სფერო და გსურთ ამ მიმართულებით განვითარება;
- მართავთ საკუთარ გვერდებს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ან გაქვთ სოციალურ ქსელებში მუშაობის გამოცდილება;
- გიყვართ სტატიების წერა და გსურთ ამ მხრივ მეტი გამოცდილების მიღება;
- გაინტერესებთ Event Management და მიიღებთ მონაწილეობას ღონისძიებების დაგეგმვაში;
– მაშინ გელოდებით ჩვენს გუნდში!
კომპანია „სოფთლაინ საქართველო“-ში ჩვენ გასწავლით ციფრულ მარკეტინგს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გახდეთ ჩვენს კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და ღონისძიებების მონაწილე.
ჩვენ გთავაზობთ სამთვიან სტაჟირებას კომპანიაში შემდგომი დასაქმებით.
არ გამოტოვოთ თქვენი შანსი - ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://softlinegeorgia.ge/job-in-softline/internship და შეავსეთ კითხვარი.
თქვენი წარმატება თქვენს ხელშია!
მსურს მუშაობა "სოფთლაინ საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება