კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ გაყიდვების გუნდში აცხადებს სტაჟირების პროგრამას.
კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე და საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაში და ვთავაზობთ კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ტექნიკას და მომსახურებას. ჩვენს პორტფოლიოში გვყავს 6000-ზე მეტი მწარმოებელი კომპანია და ვფლობთ წამყვანი ვენდორების უმაღლეს სტატუსებს, კერძოდ ვართ Microsoft LAR (Large Account Reseller) და Azure Expert პარტნიორები, Check Point Software Technologies 4**** სტატუსის მფლობელი რეგიონში, DELL Technologies Titanium სტატუსის პარტნიორები, ერთადერთი ESET Corporate Premier პირდაპირი პარტნიორი რეგიონში, SolarWinds-ის ერთადერთი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა და თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც გატაცებულია თავისი საქმით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის წარდგენა/პრეზენტაცია მომხმარებლებისათვის, აქტიური გაყიდვების წარმოება ტელეფონით, ლიდების გენერაცია, მათი შემდგომი დამუშავება და შესაბამისი გაყიდვების მენეჯერებისთვის გადაცემა;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვაში, კონსულტაციაში, ბიუჯეტირებაში, კომერციული წინადადებების მომზადებაში, სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გუნდის დახმარება;
- პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკისა და კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ IT პროექტებში მონაწილეობის მიღება გაყიდვების გუნდთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების სფეროს მიმართ ინტერესი.
პიროვნული თვისებები:
- საპასუხისმგებლო დამოკიდებულება ფუნქციონალურ ვალდებულებებთან და აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში;
- მიზნების დასახვის და შედეგების მიღწევის უნარი;
- ახალ პირობებში სწრაფი ადაპტირების და დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისების უნარი;
- ცხოვრების აქტიური პოზიცია, კომუნიკაბელურობა, ადამიანებთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი.
სტაჟირების პროგრამა - ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, დაიწყონ პროფესიული კარიერა IT სფეროში და აირჩიონ მომავალი სპეციალობა. სტაჟირების ფარგლებში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ „სოფთლაინ საქართველო“-ში მიმდინარე პროცესებს რეალურ დროში, ისწავლოთ გამოცდილ პროფესიონალებთან, განავითაროთ თქვენი პრაქტიკული უნარები და რაც მთავარია, ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი თავისუფალი დრო.
სტაჟირების პროგრამის პირობები:
სტაჟირება ანაზღაურების გარეშე გრძელდება ერთი თვე, არანაკლებ 16 საათი კვირაში. ერთთვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟირება ხდება ანაზღაურებადი, რომელიც გასტანს 1 თვიდან 3 თვემდე (40 საათი კვირაში).
სტაჟირების წარმატებით გავლისათვის პროგრამის მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს და მიეცემა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა (კომპანიაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info.ge@softline.com არაუგვიანეს 1 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი გაყიდვების გუნდში.
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული - შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
მსურს მუშაობა "სოფთლაინ საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება