კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.
კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან და არის ერთადერთი IT კომპანია საქართველოში, რომელიც ბრენდის სახით წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაში და ვთავაზობთ კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ტექნიკას და მომსახურებას. ჩვენს პორტფოლიოში გვყავს 6000-ზე მეტი მწარმოებელი კომპანია და ვფლობთ წამყვანი ვენდორების უმაღლეს სტატუსებს, კერძოდ - Microsoft LAR (Large Account Reseller) და Azure Expert პარტნიორები, Check Point Software Technologies 4****, DELL Technologies Titanium, ESET Corporate Premier რეგიონში ერთადერთი პირდაპირი პარტნიორი, საქართველოში SolarWinds-ის ერთადერთი სერთიფიცირებული პარტნიორი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა და თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც გატაცებულია თავისი საქმით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეხვედრების ორგანიზება პარტნიორი კომპანიის უსაფართხოების ოფიცრებთან, კომერციული წინადადებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პროდუქტების მიხედვით;
- უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების შერჩევა;
- შესაბამისი სატენდერო/ტექნიკური დავალების მომზადებაში ჩართულობა, გაყიდვების გუნდთან ერთად;
- გაყიდვების მენეჯერების მხარდაჭერა მომხმარებლებთან მოლაპარაკებების გამართვაში, არსებული სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების შერჩევა/შეთავაზება;
- გაყიდვების გუნდისათვის კონსულტაციების გაწევა;
- უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პარტნიორი ვენდორების პროდუქტების განვითარება / სასტატუსე გამოცდების ჩაბარება;
- უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ვენდორების მოძიება;
- პროექტების განხორციელების პროცესების მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება;
- რეკომენდაციების მიცემა მარკეტინგის სამსახურისათვის IT ბაზრისათვის აუცილებელი დასაგეგმი მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ, ვენდორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
- უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილ კონფერენცია/სემინარებში აქტიური მონაწილეობა / პრეზენტაციების მომზადება/ჩატარება;
- მსოფლიოში არსებული ახალი ტენდენციების და გამოწვევების შესახებ სტატიების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (IT განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების ცოდნა (DLP, SIEM სისტემები, 2 ან მეტი მიმართულება);
- ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და არსებული სტანდარტების ცოდნა;
- მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილება, მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების პროცესის აღქმა;
- საინფორმაციო უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების, პრისეილის პოზიციაზე მოღვაწეობა და გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info.ge@softline.com არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს.
მსურს მუშაობა "სოფთლაინ საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება