კომპანია Softline Georgia არის ციფრული ტრანსფორმაციის და საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანი, გლობალური მომწოდებელი. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. კომპანია უზრუნველყოფს, ამარტივებს და აჩქარებს კლიენტების ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, ემსახურება ყველა დარგის ორგანიზაციას, თანამშრომლობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე 6 000 მეტ საუკეთესო მომწოდებელთან და გთავაზობთ საკუთარ გადაწყვეტილებებს და მომსახურეობას.
დღეის მდგომარეობით კომპანია Softline Georgia არის დარგში ერთერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი. 2021 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციების ფასიანი ქაღალდები განთავსდა ლონდონის ბირჟაზე.
ამჟამად Softline Georgia-ში გვესაჭიროება ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერი.
მოვალეობები:
- ინტერნეტ მაღაზიის ამუშავება და შემდგომი მართვა;
- ურთიერთობა დეველოპერებთან, ამოცანების დასახვა და მათი გადაწყვეტის კონტროლი;
- შეკვეთების დამუშავება და ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებლების კონსულტირება (შეკვეთები საიტზე, შემავალი ზარები);
- ფასების დადგენა, მომხმარებლისთვის მიწოდება და გადახდის კონტროლი;
- დისტრიბუტორებთან შეკვეთების განთავსება;
- ინტერფეისის შევსება-განახლება;
- მარკეტინგის სამსახურთან კომუნიკაცია, ინტერნეტ მაღაზიისათვის ერთობლივად აქტივობების დაგეგმვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინტერნეტ მაღაზიის/Marketplace/მაღაზიის ოპერატორის/გაყიდვების მენეჯერის მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრონული კომერციის საბაზო ცოდნა;
- პრაის-ლისტებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
- გამართული საუბრის და წერის უნარი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მარკეტინგის და web-ანალიტიკის საწყისი ცოდნა (Google Analytics-ში მუშაობა) ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- გასაუბრების შედეგების მიხედვით მზად ვართ თითოეულ კანდიდატთან განვიხილოთ ანაზღაურების პირობები (ხელფასი + პრემია);
- ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და მხარს უჭერთ განვითარების, სწავლების, ვებინარების და სემინარების ჩატარების ინიციატივას. კომპანიის ხარჯზე ვაწყობთ თემატურ კონფერენციებს და ტრეინინგებს;
- მეგობრული გარემო და პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფენ მხარდაჭერას ნებისმიერ დონეზე – ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- კომპანიის ტოპ მენეჯმენტი მზადაა ღია დიალოგისათვის. მათთან კომუნიკაცია შესაძლებელია არასამუშაო ვითარებაში, კორპორატიულ საღამოებზე.
- კომპანიის თანამშრომლებისათვის ამოქმედებულია ლოიალობის მრავალფეროვანი პროგრამა.
უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ კოლეგებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info.ge@softline.com არაუგვიანეს 2022 წლის 30 აგვისტოსი. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს.
მსურს მუშაობა "სოფთლაინ საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება