მიმოხილვა CorelCAD 2020 (Windows/Mac)

პროგრამული უზრუნველყოფა CAD
- 2D პროექტირებისა და 3D მოდელირებისათვის პროფესიონალური ინსტრუმენტები
- თავსებადობა სტანდარტულ ფორმატებთან .DWG, .STL, .PDF и .CDR
- პროდუქტიული ურთიერთთანამშრომლობა და მონაცემთა ეფექტური გაზიარება
- პერსონალიზაციისა და ავტომატიზაციის მახასიათებლების ვარიანტები
CAD 2D პროექტირებისათვის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვისათვის
პროფესიონალური შედეგების მისაღწევად ეკომონიურად ხელმისაწვდომი CAD გადაწყვეტილება
CorelCAD™ 2020 — არის ეფექტური და ეკონომიურად მისაღები გადაწყვეტილება ტექნიკური პროექტების შემუშავებისათვის საჭირო დეტალური ნახაზების შესაქმნელად. პროგრამაში წარმოდგენილი 2D პროექტირებისა და 3D მოდელირებისათვის საჭირო ზუსტი ინსტრუმენტები საშუალებას მოგცემთ, გააუმჯობესოთ თქვენი მასალების ხარისხი და აიყვანოთ ახალ სიმაღლეზე ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში. DWG-ის ფორმატის მხარდაჭერა და Windows & macOS-სთან ოპტიმიზაცია ზრდის შესრულების ხარისხს და უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის მაღალ დონეს.
სწრაფი კონცეპტუალიზაცია
CorelCAD — საიმედო და ეფექტური დიზაინ-ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც შექმნილია პროფესიონალი დეველოპერებისათვის. ბაზარზე არსებული ავტომატიზირებული პროექტირებისათვის შექმნილი ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ დაგეგმვისა და რედაქტირების ამოცანების შესრულებაში, აგრეთვე ნახაზების, მაკეტებისა და კონცეფციების შექმნაში. ინსტრუმენტების ფართო არჩევანი კი მოგცემთ ორგანზომილებიან ნახაზებთან მუშაობის შესაძლებლობას.

ტრანსფორმაციის მარტივი პროცესი
CAD ინსტრუმენტებისა და ფუნქციების საშუალებით, თქვენ შეძლებთ კომპიუტერული 3D გრაფიკის შემუშავებას. ორგანზომილებიანი დიზაინის სამგანზომილებიდან გრაფიკაში გადაყვანას სჭირდება კომპიუტერის თაგვის რამდენიმე დაჭერა. დარწმუნებული იყავით - CorelCAD-ის საშუალებით თქვენ შეძლებთ, შექმნათ უმაღლესი ხარისხის მასალები, რომლებიც დააკმაყოფილებს პროექტის სპეციფიკურ მოთხოვნებს.

მასალების მიღებისათვის საჭირო სიზუსტის უმაღლესი დონე
გააუმჯობესეთ თქვენი პროექტების ხარისხი ტექსტებთან, გრაფიკასა და ტაქტილურ მასალებთან მუშაობისას. CorelCAD-ში წარმოდგენილი ფუნქციების ნაკრების საშუალებით პროექტირების ნებისმიერი ამოცანის შესრულება არის შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კოლეგებთან, პარტნიორებსა და მომხმარებლებთან მუშაობას. 3D პრინტერებისათვის საჭირო .STL ფორმატის მხარდაჭერითა და გამომავალი კავშირების საშუალებით, სამგანზომილებიანი ბეჭდვა არ შეგიქმნით სირთულეს.
გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების შესრულების ეფექტურობა
ტაქტილური პროექტების შემუშავება CorelCAD-ში ყოველთვის გამოირჩევა სიზუსტით და ეფექტურობის უმაღლესი დონით. AutoCAD DWG-ის უახლესი ფორმატის მხარდაჭერა უზრუნველყოფს დეველოპერებს შორის თანამშრომლობისათვის საჭირო პირობებს. პერსონალიზაციის მაღალი დონისა და ავტომატიზაციის ფართო სპექტრის გამო, CAD გადაწყვეტილება მარტივად მოგვყავს შესაბამისობაში ნებისმიერ სამუშაო გარემოსთან.
სისტემური მოთხოვნები
ვერსია Windows-თვის
- Microsoft Windows 10, Windows 8 ან Windows 7 (32 ან 64 ბიტიანი ვერსია)
- პროცესორი Intel Core 2 Duo ან AMD Athlon x2 Dual-Core
- 2 GB ოპერატიული მეხსიერება (რეკომენდირებულია 8 GB ან მეტი)
- 500 MB ადგილი მყარ დისკზე
- ბარათი სამგანზომილებიანი გრაფიკის დამაჩქარებლითა და OpenGL 1.4-ით (რეკომენდირებულია OpenGL 3.2 ან მეტი)
- მონიტორი რეზოლუციით 1280 x 768 (რეკომენდირებულია Full HD — 1920 x 1080)
- კომპიუტერის თაგვი ან პლანშეტი
- დამატებითი DVD-დისკი (ყუთის ვერსიის დასაყენებლად)
- ინტერნეტთან დაკავშირება პროდუქტის აქტივაციისა და ონლაინ მაღაზიაში არსებულ პროდუქტებთან წვდომისათვის.
ვერსია Mac-თვის
- Mac OS High Sierra ან მეტი (macOS Catalina (10.15))
- Intel Core 2 Duo ან უფრო ძლიერი პროცესორი
- 2 GB ოპერატიული მეხსიერება (რეკომენდირებულია 8 GB)
- 500 MB ადგილი მყარ დისკზე
- ბარათი სამგანზომილებიანი გრაფიკის დამაჩქარებლითა და OpenGL 1.4-ით (რეკომენდირებულია OpenGL 3.2 ან მეტი)
- მონიტორი რეზოლუციით 1280 x 768 (რეკომენდირებულია Full HD — 1920 x 1080)
- კომპიუტერის თაგვი ან პლანშეტი
- დამატებითი DVD-დისკი (ყუთის ვერსიის დასაყენებლად)
- ინტერნეტთან დაკავშირება პროდუქტის აქტივაციისა და ონლაინ მაღაზიის Plug-in-ებთან წვდომისათვის.
მოგვწერეთ
ტელ: +995 (32) 255-99-28/27