
CorelDRAW Graphics Suite 2020-ის მიმოხილვა
ფოტო სურათების რედაქტირების, დიზაინის შემუშავების, ვექტორული ილუსტრაციებისა და მაკეტების შექმნის პროფესიონალური ინსტრუმენტების ნაკრები დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ პროდუქტიულობა და უზრუნველყოფს თქვენს ხელთ არსებულ ყველა მასალასთან დისტანციურ წვდომას.
შექმენით დიზაინერული პროექტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში CorelDRAW® Graphics Suite 202-ის დახმარებით! იმუშავეთ თქვენთვის ხელსაყრელ Windows-ის ან Mac-ის ფორმატში, აღნიშნული პლატფორმებისათვის სპეციალურად შექმნილ ინტუიტიურ ინტერფეისში. თქვენი პროექტების მიმართულებებიდან გამომდინარე - იქნება ეს პიქსელური გრაფიკა, საბეჭდად გამზადებული ზუსტი მასალების თუ ვებ-გვერდების ნიმუშების შექმნა, თქვენ შეძლებთ ბევრად სწრაფად და ეფექტურად იმუშაოთ გრაფიკული დიზაინის შექმნისათვის განკუთვნილი პროფესიონალური ინსტრუმენტების ნაკრებით, ახალი აპლიკაცია CorelDRAW.app™ კი უზრუნველყოფს თქვენს ხელთ არსებულ ყველა მასალასთან დისტანციურ წვდომას!
CorelDRAW Graphics Suite 2020-ის უპირატესობები
საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა
თამამად გამოხატეთ თქვენი ინდივიდუალობა გრაფიკული დიზაინის შემუშავებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური ინსტრუმენტების კომპლექსური პაკეტის დახმარებით.
ვებ-გრაფიკასთან მუშაობის საშუალება
ვებ-გრაფიკასთან მუშაობისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტების კოლექცია დაგეხმარებათ საინტერესო ვებ-კონტენტის შექმნაში. რედაქტირების ინსტრუმენტები პიქსელურ ფორმატში უზრუნველყოფენ ზუსტი საზღვრების არსებობას ყოველ ექსპორტირებულ გრაფიკულ ელემენტთან.
პროფესიონალური საბეჭდი მასალები
CorelDRAW მაქსიმალურად ამარტივებს დოკუმენტის მომზადებას ბეჭდვაში გაშვებამდე. ფერების მართვის მძლავრი სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა მატარებლებზე ფერების პარამეტრების შეფარდების კონტროლს და ბეჭდვის დაწყებამდე იძლევა ფერთა გამის ზუსტი გადაცემის გარანტიას.
გუნდური მუშაობა
იქონიეთ მუდმივი კონტაქტი კოლეგებთან და მომხმარებლებთან! CorelDRAW.app გაძლევთ თქვენი ნამუშევრების დემონსტრაციის, შემდეგ კი თქვენი კოლეგების და მომხმარებლების მოწვევის საშუალებას მასალების განსახილველად. კომენტარები და ანოტაციები ემატება CorelDRAW-ს პროექტის ერთიან ფაილში.
ძირითადი უპირატესობები
CorelDRAW Graphics Suite 2020 ხსნის ახალ შესაძლებლობებს უმაღლესი ხარისხის აქტივების და ვიზუალურად შთამბეჭდავი დიზაინ-პროექტების შემუშავების სფეროში.
ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე რეალიზებული ინსტრუმენტები აფართოვებენ პროექტირების შესაძლებლობებს და აჩქარებს სამუშაო პროცესებს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება GPU დამაჩქარებლით დადებით გავლენას ახდენს დროის ეკონომიაზე და სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდაზე. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან ღრმა ინტეგრაცია მისცემს მომხმარებლებს შედეგების მიღწევის საშუალებას, რომლის დონე შეიძლება დავახასიათოთ მხოლოდ ერთი სიტყვით - სრულყოფილება.
სიახლე! არტეფაქტების წაშლა და დისკრეტიზაციის სიხშირის მატება. მოწინავე ტექნოლოგიები აღმოფხვრის გამოსახულებების შრომატევადი რედაქტირების აუცილებლობას.
დამუშავებულია! PowerTRACE™. CorelDRAW-ში წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს რასტერის ვექტორში საუკეთესო ტრასირებას (რასტრული გამოსახულების ხარისხი უმჯობესდება ტრასირების პროცესში).
სიახლე! მხატვრული სტილის ეფექტები! CorelDRAW და Corel PHOTO-ში წარმოდგენილია პრესეტების ფართო არჩევანი, რომელიც ბაძავს მხატვრობის ან საავტორო მხატვრული სტილის მიმართულებას. მხატვრული სტილის ახალი ეფექტები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს გამოსახულებების და ობიექტების მოდიფიკაციისათვის.
გაუმჯობესებულია! ნიღბები Corel PHOTO-PAINT™-ში. ახალი ინსტრუმენტი სწრაფად და მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს გამოყოფის სივრცის საზღვრებს. გარდა ამისა, ახლა ინსტრუმენტი «ნიღბის ტრანსფორმაცია» იძლევა პიკსელების ცვლილების საშუალებას ნიღბის საზღვრებში.
პროექტის მასალების რეცენზირების პროცესიის ოპტიმიზაციის მიზნით გუნდში კოორდინირებული მუშაობა
რეალიზებულ პროექტებზე გუნდური მუშაობისათვის სრულიად ახალი გადაწყვეტილება CorelDRAW.app დაგეხმარება მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში.
სიახლე! ფაილების ხელსაყრელი გაცვლა ერთობლივი განხილვის და მასალების დამტკიცებისათვის. CorelDRAW Graphics Suite 2020 გთავაზობთ მომხმარებლებთან და კოლეგებთან რეალურ დროში ურთიერთობის ძალიან ეფექტურ საშუალებას. CorelDRAW.app შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცენტრალიზებული დამაკავშირებელი რგოლი CorelDRAW (CDR) ფაილების გაცვლისას.
სიახლე! კომენტარები და ანოტაციები. სამუშაო დროის და ეკრანზე ადგილის ეკონომიის მიზნით დოკუმენტებში შესაძლებელია დეტალური კომენტარების და ანოტაციების მარკირებული ისრების დამატება.
სიახლე! შესვლის მარტივი პროცედურა. მასალების განხილვის და რეცენზირების მიზნით პროექტის ყველა მონაწილე იღებს წვდომას საერთო დიზაინ-ფაილებთან. ამისათვის CorelDRAW.app-ში გათვალისწინებულია როგორც სტუმრის, ასევე Corel-ის მომხმარებლის აქაუნთით შესვლა ნებისმიერ მოწყობილობაზე ვებ-ბრაუზერის საშუალებით.
ტექსტთან მუშაობის ახალი კრეატიული ინსტრუმენტები და მოწინავე ფუნქციები
სიახლე! ცვალებად შრიფტთან მუშაობა. ცვალებადი შრიფტების მხარდაჭერა OpenType გაძლევთ სრულად ისარგებლოთ მოწინავე შრიფტების ტექნოლოგიების უპირატესობებით. ახლა უკვე შესაძლებელია ერთი შრიფტის არა მხოლოდ ტექსტური ფრაგმენტის შეცვლა, არამედ დიზაინის სხვადასხვა ვარიანტების შექმნაც.
სიახლე! ინსტრუმენტი «შიდა ჩრდილი». ეს ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას აჩვენოთ ობიექტზე დაცემული სინათლის ეფექტი სიღრმის და მოცულობის იმიტაციისათვის. ეფექტის შემდგომი დახვეწისათვის გათვალისწინებულია დეტალური კორექტირების საშუალებები.
სიახლე! რასტრული ეფექტების ლინზები. CorelDRAW და Corel PHOTO-PAINT-ში შესაძლებელია რასტრული ეფექტების გამოყენება ლინზების ფორმატში.
სიახლე! Corel PHOTO-PAINT-ის არადესტრუქციული ეფექტები. “ეფექტები“-ს ველი გაძლევთ ეფექტების არჩევის და რედაქტირების, ასევე ექსპერიმენტირების საშუალებას ძირითადი ობიექტის ხელშეუხებლად. ეფექტების კომბინირებით, მათი ცვლილებით, დამატებით და გამოკლებით შეძლებთ დიზაინის განსხვავებული ვარიანტების შექმნას.
პროდუქტიულობის საგრძნობი ზრდა
გაუმჯობესებულია! პროგრამის ოპერატიული გაშვება და მუშაობის გაზრდილი სიჩქარე. პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის სისწრაფე გაიზარდა რთული დოკუმენტების გახსნის, დახურვის, შენახვის, ბეჭდვის და ექსპორტის დროს.
გაუმჯობესებულია! Corel PHOTO‑PAINT-ში ფუნჯების მუშაობა. Corel PHOTO-PAINT-ში ფუნჯების მოქმედების ოპტიმიზაცია დადებითად მოქმედებს მუშაობის ეფექტურობაზე.
გაუმჯობესებულია! PowerClip ობიექტები. PowerClip-ის მრავალი ფოტოსურათის შემცველი კომპლექსური პროექტების შექმნა და რედაქტირება განსხვავდება სიჩქარის და სტაბილურობის მაღალი დონით.
რა შედის პაკეტში?
უნივერსალური პროგრამების ფართო კოლექცია
თქვენი შემოქმედებითი ინტერესების და შესაძლებლობების სფეროს მიუხედავად, CorelDRAW Graphics Suite 2020-ში წარმოდგენილი, ურთიერთშემავსებელი პროგრამები დააკმაყოფილებენ ნებისმიერ მოთხოვნას დიზაინ-პროექტის შექმნის პროცესში და დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში.
ძირითადი პროგრამები:
- CorelDRAW® 2019 — ვექტორული გრაფიკა და გვერდების ნიმუშები;
- Corel® PHOTO-PAINT® 2020 — გამოსახულებების რედაქტირება;
- Corel Font Manager™ 2020 — ფონტების მოძებნა და სისტემატიზაცია;
- Corel® PowerTRACE™ 2020 — რასტრული გამოსახულების ტრასირება ვექტორულ გრაფიკაში (პროგრამა CorelDRAW 2020-ის შემადგენელ ნაწილს შეადგენს);
- CorelDRAW.app™ — გრაფიკული დიზაინის შემუშავება ონლაინ რეჟიმში ვებ-ბრაუზერის საშუალებით;
- Corel® AfterShot™ 3 HDR* — RAW ფორმატში ფოტოების რედაქტირება.
კონტენტი*
- 7000 სურათი, ციფრული გამოსახულება და შაბლონი სატრანსპორტო საშუალებების გასაფორმებლად;
- 1000 ციფრული ფოტო მაღალ რეზოლუციაში;
- 1000-ზე მეტი ფონტი TrueType და/ან OpenType;
- 150 პროფესიონალური შაბლონი;
- 2000 შაბლონი სატრანსპორტო საშუალებების გასაფორმებლად;
- 600-ზე მეტი ფონტანური, ვექტორული და რასტრული ჩასხმა.
*შენიშვნა: ონლაინ ფორმატში პაკეტის ზოგიერთ კომპონენტთან, კონტენტთან და ფუნქციასთან წვდომისათვის აუცილებელია ინტერნეტთან შეერთება. კონტენტის (კლიპ არტის) ჩამოტვირთვის ბმული ხელმისაწვდომია Enterprise-ის და CorelDRAW-ს აკადემიკური ვერსიის (მითითებულია უფლებამოსილების სერტიფიკატში) მფლობელებისათვის. Business ვერსიის მფლობელები მიიღებენ კონტენტთან წვდომას CorelDRAW Graphics Suite-ში შემავალი Corel Connect -ს მეშვეობით.
მოგვწერეთ
ტელ: +995 (32) 255-99-28/27