20-მდე ფასდაკლება ანტივირუსზე + ESET Dynamic Threat Defense
2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით, კომპანია „Noventiq საქართველოში“ მოქმედებს სპეციალური შეთავაზება* შემდეგი პროდუქტების ერთად შეძენის შემთხვევაში: ანტივირუსი + ESET Dynamic Threat Defense!
ESET Dynamic Threat Defense უზრუნველყოფს პროდუქტების - ESET Mail Security, ESET Endpoint Antivirus და ESET Endpoint Security-ის, უსაფრთხოების კიდევ ერთ, დამატებით დონეს, ჩაშენებული Sandbox-ის საშუალებით. აღნიშნული Sandbox დაფუძნებულია ახალი, ადრე უცნობი საფრთხეების გამოვლენის მანქანური სწავლების ტექნოლოგიებზე.
- ქცევის მონაცემებზე დაფუძნებული დეტექტირება
- მანქანური სწავლება
- ნულოვანი დღის საფრთხეების გამოვლენა
- ჩაშენებული Sandbox
ანტივირუსის ქსელის ადმინისტრატორს ანალიზისათვის შეუძლია, ავტომატურად ან ხელით გააგზავნოს ელ.ფოსტის მიმაგრებული ფაილები და მიიღოს ნიმუშების ქცევის შესახებ ანგარიშები. ქცევის ანალიზზე დაფუძნებული დეტექტირება ნულოვანი დღის საფრთხეებისა და შიფრატორების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ქსელში მათ მოხვედრამდე. საშიში ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მთელ ქსელში გააქტიურდება დაცვის გაძლიერებული რეჟიმი და დავირუსებული ინდიკატორების ძებნა.
*20%-მდე დამატებითი ფასდაკლება გათვალისწინებულია ESET Dynamic Threat Defense-ის პროდუქტისა (1:1 სქემის მიხედვით, 200 მომხმარებლიდან) და მსხვილი და საშუალო ბიზნესის შემდეგი გადაწყვეტილებების (200 მომხმარებლიდან) ერთად შეძენის შემთხვევაში:
• ESET NOD32 Antivirus Business Edition (NBE)
• ESET NOD32 Smart Security Business Edition (SBE)
• ESET NOD32 Secure Enterprise (ESE)
• ESET Mail Security (EMS)