ძვირფასო კოლეგებო!
კომპანია SolarWinds გაგებით ეკიდება იმ პრობლემებს, რომლებსაც ორგანიზაციები აწყდებიან COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით.
იმისათვის, რომ IT სპეციალისტებმა სწრაფად მოახდინონ რეაგირება თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებზე, SolarWinds-მა გაზარდა უფასო საცდელი ვერსიების - Dameware Remote Everywhere (DRE) და Dameware Remote Support (DRS) ვადა 90 დღემდე!
გაზარდეთ IT სპეციალისტების დისტანციური მუშაობის ეფექტურობა კარანტინის პირობებში!
Dameware Remote Everywhere (DRE)
- სწრაფი და მარტივი ღრუბლოვანი გადაწყვეტილება დისტანციური მხარდაჭერისათვის, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტის მეშვეობით.
- DRE შექმნილია მომხმარებლების მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, პროტოკოლების გაფართოვებული შიფრაციის და ორფაქტორიანი იდენტიფიცირების მხარდაჭერის საშუალებით.
- მიიღეთ ინფორმაცია თქვენი IT მხარდაჭერის სამსახურის მუშაობის შესახებ. DRE გთავაზობთ ინფორმაციას ტექნიკური სპეციალისტების შესრულებული სამუშაოს და მომხმარებელთა გამოკითხვის შესახებ.
Dameware Remote Support (DRS)
- სწრაფი და მარტივი დისტანციური წვდომა Windows, Linux და Mac OS X desktop კომპიუტერებზე, ნიუთბუქებსა და სერვერებზე.
- ხარვეზების დისტანციური აღმოფხვრა და სერვერების და სამუშაო სადგურების მართვა.
- სისტემის დისტანციური გადატვირთვა, სამსახურების და პროცესების გაშვება/შეჩერება, ფაილების კოპირება/წაშლა და მოვლენათა ჟურნალის ნახვა/რედაქტირება.
- რამდენიმე AD დომენის, მომხმარებელთა და ჯგუფების მართვა, აგრეთვე პაროლების დისტანციური შეცვლა.
- დისტანციური წვდომა პერსონალურ კომპიუტერებთან Windows პლატფორმაზე iOS და Android მოწყობილობებზე.
დაგვიკავშირდით