კომპლექსური უსაფრთხოება

მ.დ.ც. კომპლექსური უსაფრთხოება – სისტემების (პერიმეტრული უსაფრთხოების, წვდომის კონტროლისა და მართვის, ვიდეოთვალთვალის, საევაკუაციო შეტყობინებისა და მართვის, დაცვისა და სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძარსაქრობი) და ზომების (საორგანიზაციო-გამანაწილებელი დოკუმენტების შექმნა და დანერგვა) ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია მ.დ.ც. საინფორმაციო, გამოთვლითი და საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაცვისა და შეუფერხებელი მუშაობისთვის და ბიზნეს პროცესების რისკების შემცირებისთვის. ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც სრულდება  უსაფრთხოების სისტემათა კომპლექსის მეშვეობით– შენობაში უცხო პირთა  არასანქცირებული შესვლის პრევენცია, მ.დ.ც. თანამშრომლების იდენტიფიკაცია და კონტროლი, ზიანის შემთხვევით ან განზრახ მიყენებისგან დაცვა და თავიდან აცილება, ასევე მოწყობილობის დაცვა  ხანძრისა და სხვა შემთხვევითი სიტუაციებისგან. მ.დ.ც. დაცვის მოთხოვნადი დონის  მიხედვით  სისტემებისა და ზომების ერთობლიობისა და პარამეტრების არჩევა ხდება თითოეული კონკრეტული ობიექტისთვის.

უსაფრთხოების პერიმეტრული სისტემები

პერიმეტრის უსაფრთხოების სისტემა - მ.დ.ც. დაცვის პირველი დონე, რომელიც იცავს მის ტერიტორიას უცხო პირთა შესვლისგან - წარმოადგენს  ფიზიკური უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების კომპლექსს (დამცავი ღობეები, შლაგბაუმები, საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ანძები) ასევე  უკონტროლო შეღწევის თავიდან აცილების/გაძნელების პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებს (გარე  პარამეტრების  გადამცემები, ელექტრული პერიმეტრიული სიგნალიზაციის  სისტემები და სხვა). სისტემის დაპროექტებისას ხდება ადგილის რელიეფის, ტრაექტორიის, თანამშრომლებისა და ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის, მ.დ.ც. მეზობელი შენობა-ნაგებობების მიმართ განლაგების, მუშაობის კლიმატური პირობების გათვალისწინება.

წვდომის კონტროლისა და მართვის სისტემები (წ.კ.მ.ს.)

წ.კ.მ.ს. - ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მ.დ.ც. შენობაში შესვლა-გამოსვლის კონტროლსა და რეგისტრაციას. მოცემული სისტემა განკუთვნილია მ.დ.ც. შენობასა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაზრდისთვის, არასანქცირებული შეღწევის საშუალების შეზღუდვისთვის. პრინციპულად წ.კ.მ.ს.  შედგება მართვადი მოწყობილობისგან (კონტროლერისგან), შესრულების მოწყობილობისგან (ელექტრომაგნიტური და ელექტრომექანიკური საკეტები, ელექტრო კლიტეები), საიდენტიფიკაციო მოწყობილობისგან (წამკითხველი), უშუალოდ იდენტიფიკატორებისგან (proximity-ბარათები, RFID- ნიშანი და სხვ.). ელექტრომოწყობილობების დაყენების წესების თანახმად, ელექტრომომარაგების საიმედოობის კუთხით სისტემის მოწყობილობა მიეკუთვნება  პირველი კატეგორიის მომხმარებლებს, ამიტომ ელექტროკვება სრულდება ამ მოთხოვნის დაცვით.

ვიდეოთვალთვალის სისტემები (ვ.თ.ს.)

ვ.თ.ს. წარმოადგენს  უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების კომპლექსის შემადგენელ ნაწილს და განკუთვნილია დისტანციურ კონტროლირებად ზონებში არსებული ვითარების ვიზუალური თვალთვალისთვის, მართლსაწინააღმეგო მოქმედებების დროული გამოვლინებისთვის დროის ფიქსაციითა და დოკუმენტირებით.  ვ.თ.ს. უზრუნველყოფს: 

  • მ.დ.ც. შესასვლელისა და შენობების შიდა სივრცეების თვალთვალს;
  • ყველა ტელეკამერიდან ვიდეოგამოსახულების ციფრული ჩამწერი სისტემის მიერ მყარ დისკებზე ოცდაოთხსაათიან ჩაწერას;
  • ვიდეოჩანაწერების ნახვის შესაძლებლობას;
  • პროტოკოლირებული ვიდეოინფორმაციის გარე მატარებლებზე (USB-დამგროვებელი) სანქცირებული გატანის შესაძლებლობას;
  • ვიდეოთვალთვალის სისტემის მართვა წვდომის უფლების შესაბამისად;
  • ვიდეოთვალთვალის მართვის დისტანციური წვდომის შესაძლებლობა;
  • მ.დ.ც. ვიდეოთვალთვალის სისტემა იგება, როგორც წესი, IP-ტექნოლოგიის ბაზაზე.  ვიდეოთვალთვალის ასეთ სისტემებს შემდეგი სტრუქტურები აქვთ:
  • ip-ვიდეოკამერები;
  • ქსელური კომუტატორები ТСР/IP;
  • ip ვიდეორეგისტრატორები; ვიდეოსერვერი (ს.ს.);
  • ოპერატორის ავტომატიზებული სამუშაო ადგილი;
  • პროგრამული უზრუნველყოფა.

დაცვის სიგნალიზაციის სისტემა (დ.ს.ს.)

სახანძრო სიგნალიზაცია (ს.ს.) – ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია ხანძრის კერის დროული აღმოჩენისთვის, ასევე საევაკუაციო შეტყობინებების გადაცემისა და მართვის, მიწოდებისა და გაწოვის ჰაერსადენის,  ჰაერის კონდიცირების, ხანძრის ჩასაქრობი, კვამლის- გაზის გამწმენდი მართვადი სიგნალის შექმნისთვის. ს.ს. შედგება:

  1. გადამცემებისგან (რომლებიც, როგორც წესი, რეაგირებენ კვამლზე);
  2. საკონტროლო და მართვის მოწყობილობებისგან (კონტროლერები, კომუტატორები);
  3. უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის მოწყობილობებისგან (უწყვეტი კვების წყროები, აკუმულატორის ელემენტები);
  4. ოპერატორის ავტომატიზებული სამუშაო ადგილისგან სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფით.

მაღალი მგრძნობელობის სახანძრო სისტემის მოწყობისთვის  გამოიყენება ასპიარციული სისტემები, რომლებიც ახორციელებენ  ჰაერის მუდმივ გაწოვას დაცული შენობიდან და მისი ძნელად მისადგომი ადგილებიდან (ყალბი იატაკი, ყალბი ჭერი, საკაბელო არხები) მისი შემადგენლობის ანალიზისა და უმოკლეს დროში კვამლის აღმოჩენის მიზნით.

ევაკუაციის შეტყობინებისა და მართვის სისტემები (ე.შ.მ.ს.)

შეტყობინებისა და მართვის სისტემა - უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სისტემის ძირითადი დანიშნულება არის შენობაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შესახებ, ასევე მათი მოქმედებების კოორდინაცია ევაკუაციის განხორციელებისას. ე.შ.მ.ს. წარმოადგენს საორგანიზაციო ღონისძიებების კომპლექსს და ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია  ამ ამოცანების გადაწყვეტისთვის.

გაზით ხანძარსაქრობი ავტომატური სისტემები

ხანძრის ჩაქრობა გაზით– ეს არის ხანძრის ჩაქრობის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც  ცეცხლსაქრობი ნივთიერების სახით გამოიყენება გაზი. გაზით ხანძრის ჩაქრობას რიგი უპირატესობები აქვს ხანძარსაქრობი სხვა საშუალებების წინაშე. 1. ძვირადღირებული  გამოთვლითი მოწყობილობა  არ განიცდის ხანძარსაქრობი ნივთიერების ზემოქმედებას; 2. გაზი სწრაფად ნიავდება,  არ ტოვებს არავითარ კვალს;  3. ხანძრის ჩაქრობა თანაბრად ხორციელდება  შენობის მთელ პერიმეტრზე და ხანძრის გაჩენის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს; 4. ექსპლუატაციის ფართო ტემპერატურული რეჟიმი.