მთავარი / კომპანიის შესახებ / ახალი ამბები / „სოფთლაინ საქართველოს“ 2015 წლის შემაჯამებელი გალა-ვახშამი

„სოფთლაინ საქართველოს“ 2015 წლის შემაჯამებელი გალა-ვახშამი

21.12.2015
„სოფთლაინ საქართველოს“ 2015 წლის შემაჯამებელი გალა-ვახშამი

2015 წლის 18 დეკემბერს „სოფთლაინ საქართველოს“ წლის შემაჯამებელი წინასაახალწლო გალა ვახშამი გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ კომპანიები, რომელთანაც „სოფთლაინ საქართველო“ მთელი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდა ყველა მიმართულებით, როგორებიცაა Hardware, Software, Service Solutions  და Training Center.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოქროს სპონსორების - კომპანიების HP, Microsoft, Dell, VMware, და ვერცხლის სპონსორების - კომპანიების Symantec  და Eset-ის წარმომადგენლები.

გალა ვახშმის ფარგლებში გაიმართა საუკეთესო კლიენტების დაჯილდოვება. 15 სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ჯილდოები და სამახსოვრო პრიზები. დაჯილდოვდნენ საუკეთესო პროექტები, საუკეთესო კომპანიები.

გარდა ოფიციალური ნაწილისა, ღონისძიება უხვად იყო დატვირთული გასართობი და სახალისო ღონისძიებებით.

ღონისძიების ბოლოს კომპანია „სოფთლაინის თანამშრომლებმა“ შეასრულეს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნი.

ვახშმისას კომპანიის დირექტორმა რევაზ ურუშაძემ სტუმრებს აუწყა, რომ აღნიშნული ღონისძიება და საუკეთესო პროექტების დაჯილდოების ცერემონია სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ყოველი სამუშაო წლის ბოლოს ასევე საზეიმოდ გაიმართება.

„სოფთლაინ საქართველოს“ გუნდი მადლობას უხდის ყველა სტუმარს და სპონსორებს გვერდში დგომისთვის და დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს სრულიად საქართველოს.