/
x

მთავარი / კომპანიის შესახებ / რეალიზებული პროექტები / „სოფთლაინ საქართველო“ -მ უზრუნველყო „სამედიცინო კორპორაცია EVEX“-ის ყველა კლინიკის Microsoft ლიცენზირება

„სოფთლაინ საქართველო“ -მ უზრუნველყო „სამედიცინო კორპორაცია EVEX“-ის ყველა კლინიკის Microsoft ლიცენზირება

  • პროექტის დამკვეთი: Evex Medical Corporation
  • ვენდორები:
    • Microsoft

დეტალური აღწერა

მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ 2016 წლის ივნისში ჩვენ, „სოფთლაინ საქართველო“-მ დავასრულეთ  Microsoft-ის პროდუქციით კომპანია,“ Evex Medical Corporation’’ ლიცენზირების პროექტი. ეს კომპანია არის “სოფთლაინ საქართველოს“ ყველაზე დიდი დამკვეთი.

 

აღნიშნული პროექტი ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თანამშრომლობა მას შემდეგ დავიწყეთ , რაც LSP სტატუსი მივიღეთ. ძალიან ბევრი სირთულე იყო, მაგრამ Microsoft -ის ადგილობრივი ოფისის დახმარებით შევძელით მოცემული პროექტის განხორციელება. დამკვეთმა განიხილა თავისი მთლიანი ინფრასტრუქტურა, როგორც 2400 სამუშაო ადგილი,   ასევე მთლიანი სასერვერო. პროექტის ღირებულება დღგ-ს გარეშე 1,383 066 ლარს შეადგენს.

 

დამკვეთს უნდა გეკეთებინა არჩევანი ისეთ ლიცენზიების ტიპებს შორის, როგორიცაა MPSA, Open Value ან CSP. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების შემდეგ არჩევანი შეჩერდა MPSA პროგრამირებაზე.

გარდა ამისა, კომპანიას უნდა ამოერჩია ლიცენზია Office 2016 ან Office 365. ჩვენი ხანგძლივი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების შემდეგ გადაწყვიტეს აერჩიათ Office 365. ამის შემდეგ დადგა საკითხი დამკვეთის ყველა კლიენტის   მიიგრაციის შესახებ ღრუბელში. ჩვენ მაშინვე ‘შევთავაზეთ დახმარება, რომ ეს გადასვლა ჩვენი ძალებით განხორციელებულიყო, და ასეც მოხდა -აღნიშნა „სოფთლაინ საქართველოს“ დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ.